Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქართველი სამხედროები სამშობლოს ღირსეული პატრიოტები არიან – ირაკლი ჩიქოვანი

მარშალ პრესი 26/11/2024
5004

ქართველი სამხედროები სამშობლოს ღირსეული პატრიოტები არიან – განაცხადა საქართველოს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა. 

ირაკლი ჩიქოვანმა მადლობა გადაუხადა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს – გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, კაპრალებსა და რიგითებს; ასევე, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებსა და  გმირებს, რომელთაც ქვეყნის წინაშე ღირსეულად და თავდადებით იმსახურეს. მინისტრობის კანდიდატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროები სამშობლოს ღირსეული პატრიოტები არიან.  

ირაკლი ჩიქოვანმა ხაზგასმით აღნიშნა ქართული ჯარის მიმართ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გამოხატული განსაკუთრებული დამოკიდებულება, რაც, მისი თქმით, მადლობას იმსახურებს როგორც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, ისე პოლიტიკური გუნდის მიმართ. მინისტრობის კანდიდატმა გამოხატული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრსა და პოლიტიკურ გუნდს. მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი პარლამენტის მუშაობა, „ქართული ოცნების“ გუნდის საქმიანობა იქნება ნაყოფიერი, ქვეყნისა და ხალხისთვის მშვიდობის, წარმატებისა და კეთილდღეობის მომტანი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანს თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.

Post navigation

Previous: „საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება“ – ირაკლი ჩიქოვანი
Next: სამწუხაროდ ვიცით, რომ „ოდირი“ არის ისეთი რეჟიმების გავლენის ქვეშ, რომლებიც არ არიან დაინტერესებულები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით – მირიამ ლექსმანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.