Skip to content
07/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მათ უნდათ აჯანყება, ქაოსი, გადატრიალება, ომი ამ ქვეყანაში, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ვერცერთს ახერხებენ და ახლა ხალხს მოუწოდებენ, თქვენ უნდა აჯანყდეთ, ჩვენ არაო

მარშალ პრესი 26/11/2024
mamuka mdinaradze2

არათუ აჯანყების, ელემენტარულად სიტუაციის შეცვლის თავი არ აქვთ არანაირი მიმართულებით, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც აჯანყებასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადებას ეხებოდა.

„ ჯაშუშებმა საკუთარი უსუსურობა სცადეს, რომ ხალხს გადააბრალონ, ოღონდ აჯანყებისკენ მოწოდებით. წარმოუდგენელი ამბავია, მათ უნდა აჯანყება, ქაოსი, გადატრიალება, ომი ამ ქვეყანაში, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ვერცერთს ახერხებენ და ახლა ხალხს აბრალებენ, თქვენ უნდა აჯანყდეთ, ჩვენ არაო და ხალხს მოუწოდებენ აჯანყებისკენ. ოღონდ, არათუ აჯანყების, ელემენტარულად სიტუაციის შეცვლის თავი არ აქვთ არანაირი მიმართულებით. პოლიტიკური რესურსი ნული აქვთ, რადგან ქართველებმა თავიანთი ისტორიული მეხსიერებიდან, სიბრძნიდან გამომდინარე მათ არც ამ ჯერზე არ მიანიჭეს არავითარი ლეგიტიმაცია. როდესაც საქართველოში ტარდება არჩევნები და პირველ ადგილზე გასულ მმართველ პარტია მეორე ადგილზე გასული პარტია ჩამორჩება 900 000 ხმით, ეს იმას ნიშნავს იმას, რომ მათი ლეგიტიმაცია ნულოვანია და ახლა ცდილობენ, რომ ეს ამბავი ხალხს გადააბრალონ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: „კასპერსკის ლაბორატორია“ ახდენს KasperskyOS-ით მომუშავე მოწყობილობების ტესტირების პროცესის ავტომატიზირებას
Next: მეორე დღეა მათ აქვთ საშუალება, დაწერონ განცხადებები და ამას არ აკეთებენ, ამომრჩეველი არ აინტერესებთ, თორემ, თავმოყვარეობა რომ ჰქონდეთ, პარლამენტში არც ერთი არ უნდა შემოვიდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.