Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი გახარია გახდა შალვა ნათელაშვილი

მარშალ პრესი 22/11/2024
shalva papuashvili

ოპოზიცია თვლის, თუ პარლამენტის კედლის გარეთ დადგებიან, პარლამენტში შემოსულად არ ითვლებიან და თუ კედლის შიგნით დადგებიან, შემოსული იქნებიან – ეს ტყუილები მოუყვნენ თავის ყველაზე რადიკალ მხარდამჭერებს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

„ხომ ვამბობ, გიორგი გახარია შალვა ნათელაშვილს დაემსგავსაო. მისი სტილია განცხადებების – ბიძინა ივანიშვილი რომ ტრამპის კამპანიას აფინანსებდა და ა.შ. გიორგი გახარია გახდა შალვა ნათელაშვილი, რა უნდა ვთქვათ ამის შემდეგ?! 25 ნოემბერი დადგება და ვნახავთ მანდატებზე უარს იტყვიან თუ არა. ის სპორტული აფერისტობა, რაც უნდათ მათ, რომ ახლა შემოგვთავაზონ შესვლა-არ შესვლის თამაში. თითქოს პარლამენტში შემოსვლა პარლამენტის შენობაში ფეხის შემოდგმას ნიშნავს. ისინი თვლიან, თუ პარლამენტის კედლის გარეთ დადგებიან შემოსული არ იქნებიან და თუ კედლის შიგნით დადგებიან შემოსული იქნებიან – ეს ტყუილები მოუყვნენ თავის ყველაზე რადიკალ მხარდამჭერებს. ხომ თქვეს მანდატებზე უარს ვამბობთო, აი, როგორ იტყვიან უარს გამოჩნდება 25 ნოემბერს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ელჩები მოწვეულები არ არიან პარლამენტის პირველ სხდომაზე, ჩვენი შიდა სახელმწიფოებრივი საკითხია. უცხოელების არასწორი გავლენის მინიმიზების მიზნით, ელჩების თუ სხვა ქვეყნების ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელი არაა
Next: ოპოზიციის წარმომადგენლები იჭიჭყინებენ, შექმნიან გარკვეულ პრობლემებს, მაგრამ ბოლოს დეპუტატის უფლებამოსილებაზე უარს არ იტყვიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.