Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ელჩები მოწვეულები არ არიან პარლამენტის პირველ სხდომაზე, ჩვენი შიდა სახელმწიფოებრივი საკითხია. უცხოელების არასწორი გავლენის მინიმიზების მიზნით, ელჩების თუ სხვა ქვეყნების ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელი არაა

მარშალ პრესი 22/11/2024
SHALVA PAPUASHVILI

ჩვენ, ქართველებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტი, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან ახლად არჩეული პარლამენტის წევრებთან ერთად, მთავრობა და კონსტიტუციური ორგანოები, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩების დასწრებას ეხებოდა.

მისი თქმით, მოსაწვევები ელჩებისთვის არ გაუგზავნია, ვინაიდან ეს არის შიდა სახელმწიფოებრივი საკითხი.

„მე მოწვევები უკვე გავაგზავნე ორი დღის წინ. პირველ სხდომაზე მოწვეული არიან მთავრობის წევრები და კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლები. რაც შეეხება ელჩებს, ისინი მოწვეულები არ არიან პირველ სხდომაზე, ვინაიდან, ეს გახლავთ ჩვენი შიდა სახელმწიფოებრივი საკითხი, რაც შეეხება არჩევნებს და პირველ სხდომას. მათ შორის უცხოელების არასწორი გავლენის მინიმიზების მიზნით, ელჩების თუ სხვა ქვეყნების ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელი არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: „ეს რადიკალიზმი წაქეზებულია ზოგიერთი უცხოელი აქტორის მხრიდან – შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
Next: გიორგი გახარია გახდა შალვა ნათელაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.