Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციის წარმომადგენლები იჭიჭყინებენ, შექმნიან გარკვეულ პრობლემებს, მაგრამ ბოლოს დეპუტატის უფლებამოსილებაზე უარს არ იტყვიან

მარშალ პრესი 22/11/2024
guram macharashvili

„ოპოზიციას, თავისი წარსულიდან გამომდინარე, ერთი და იგივე სცენარი აქვს, ახალს არაფერს გვთავაზობს და [სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ისინი ისევე შევლენ პარლამენტში, როგორც ეს წარსულში გააკეთეს]“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში შესვლაზე უარს არ იტყვიან, ე.ი. თავიანთ ამომრჩეველს „გადააგდებენ“, თუმცა, სწორედ ეს არის მათი სახე.

„ოპოზიციის წარმომადგენლები იჭიჭყინებენ, შექმნიან გარკვეულ პრობლემებს, მაგრამ ბოლოს დეპუტატის უფლებამოსილებაზე უარს არ იტყვიან.

მათთვის ძალიან მარტივად დგას საკითხი – 25 ნოემბერს 61 განცხადება მოგვიტანონ, [რომ სურთ დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდეთ]. ხომ შეჰპირდნენ თავიანთ ამომრჩეველს, რომ პარლამენტში შესვლაზე უარს იტყოდნენ? ჰოდა, ჩააბარონ ეს განცხადებები კანცელარიაში და ამომრჩეველს უთხრან, რომ პირობა შეასრულეს. თუ ამას არ გააკეთებენ, ე.ი. თავიანთ ამომრჩეველს „გადააგდებენ“. ეს არის სწორედ მათი სახე“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: გიორგი გახარია გახდა შალვა ნათელაშვილი
Next: სააკაშვილის განცხადება გადატრიალებისკენ მოწოდებაა, მშვენიერ ნომერშია, გადატრიალდეს და გადმოტრიალდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.