„ეს რადიკალიზმი წაქეზებულია ზოგიერთი უცხოელი აქტორის მხრიდან – შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე

IMG.GE

როდესაც რადიკალიზმი წახალისებულია უცხოეთიდან დაფინანსებით მათ შორის, და ვნახეთ ამ [უცხოელი პარლამენტარების] რვაკაციანი ვიზიტის შემდეგ მაიდნისკენ რომ მოუწოდეს, ეს რადიკალიზმი ექსტრემიზმში რომ გადაიზარდა, აქ დგას პასუხისმგებლობა იმ უცხოელი აქტორების, რომელიც უპასუხისმგებლოდ ერევიან ქვეყნის საშინაო ცხოვრებაში, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ არავის დაუგმია დიპლომატიური უწყებებიდან „იმედზე“ თავდასხმის ფაქტები.

„ეს რადიკალიზმი წაქეზებულია ზოგიერთი უცხოელი აქტორის მხრიდან. 8 ქვეყნის პარლამენტის წევრები ჩამოსულები იყვნენ და პირდაპირ, თავისი მოწოდებებით წააქეზეს ოპოზიცია და მისი აქტივისტები რადიკალიზმისკენ. სიტყვა სიტყვით თქვეს, რომ არ არის საკმარისი, რასაც აქ [საქართველოში] ვხედავთ, მაიდანი გაიხსენეთ და მიჰყევით მაიდანის სცენარსო. პირდაპირი მოწოდებებია იმისკენ, რომ არ აღიარონ არჩევნები და ამის ფონია ზუსტად ის, რომ შემდეგ ამას მოჰყვება ძალადობა, მერე ჩუმდება ყველა და პასუხისმგებლობას არ იღებენ. საქართველოსთვის თავს არავინ მოიკლავს. მასზე ჩვენზე მეტად არავინ იზრუნებს. ხელებს დაიბანენ, წავლენ, გარედან შემოგვხედავენ და შეშფოთებას გამოხატავენ აქ რომ რამე მოხდეს.

როგორც სანქციების დაწესებას გვთხოვდნენ რუსეთისთვის და აქ რომ მერე რაიმე ამტყდარიყო და გარედან შეშფოთებებს მოვისმენდით, რომ როგორი ცუდი რაღაც ხდება საქართველოში, აქ არც უცხოელი ჯარისკაცი ჩამოვიდოდა მხარდამხარ საბრძოლველად და არც არავინ გადაჰყვებოდა საქართველოს. ეს არის პრობლემა, რომ ამის ფონზე ვხედავთ ოპოზიციის აქტივისტებს, რომლებიც ქართული დროშის მიღმა სხვა დროშებისკენ იყურებიან, იქით იყურებიან, რომ უცხოელმა უნდა ჩაგვიტაროს არჩევნები, უცხოელი დაგვინიშნონ მოსამართლედ, არაფერი ქართული არ მიაჩნიათ თავისად ამ აქტივისტებს. ეს არის ზუსტად მთავარი, რაც დააზიანეს მათ შორის ამ უცხოელმა აქტორებმა თავისი საქმეში ჩარევით, რომელშიც ისინი ან არ ერკვევიან და კომპეტენცია არ ჰყოფნით და მხოლოდ აფუჭებენ, ან შეიძლება ზოგი მავნებლობით აკეთებს ამ ყველაფერს. ეს არის შედეგი იმისა, რომ პოლიციაზე „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელ ადამიანს ამართლებდნენ უცხოელები.

შეგახსენებთ, რომ „სირცხვილია“ დაფინანსებულია ევროკავშირის ბიუჯეტიდან და მათი კამპანია, რომელიც იყო „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზების კამპანია, დაფინანსებული იყო ევროკავშირის ბიუჯეტიდან. მის [„სირცხვილიას“] აქციაზე ჩამოსული იყო ევროპარლამენტარი, რომელიც იდგა აქციაზე იმ პლაკატის ფონზე, სადაც ეხატა „მოლოტოვის კოქტეილი“ და ზედ ეწერა, რომ მე ვესროლეო. როდესაც რადიკალიზმი წახალისებულია უცხოეთიდან დაფინანსებით მათ შორის, და ვნახეთ ამ [უცხოელი პარლამენტარების] რვაკაციანი ვიზიტის შემდეგ მაიდნისკენ რომ მოუწოდეს, ეს რადიკალიზმი ექსტრემიზმში რომ გადაიზარდა, აქ დგას პასუხისმგებლობა იმ უცხოელი აქტორების, რომელიც უპასუხისმგებლოდ ერევიან ქვეყნის საშინაო ცხოვრებაში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

IMG.GE
გაზიარება