Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ტვ “პირველი”-ს ჟურნალისტი ერთ-ერთ მოქალაქეს კრწანისის გამგეობის სახელით მოტყუებით დაუკავშირდა

მარშალ პრესი 13/11/2024
krtsanisi

ტვ “პირველი”-ს ჟურნალისტი ერთ-ერთ მოქალაქეს კრწანისის გამგეობის სახელით მოტყუებით დაუკავშირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამგეობა ავრცელებს.

“გაცნობებთ, რომ კრწანისის რაიონის გამგეობას დაუკავშირდა მოქალაქე ი.ნ, რომელმაც გამოთქვა შეშფოთება გამგეობის სახელით წარმოებული ვიდეოგადაღების გამო, რაც მისი თანხმობის გარეშე განხორციელდა.

როგორც გადამოწმების შედეგად გაირკვა, ტელეფონის ნომერი, რომლითაც მოქალაქეს გამგეობის სახელით დაუკავშირდნენ (მოგვიანებით კი სახლში ესტუმრნენ), ეკუთვნის ტვ „პირველის“ გადაცემის – „ნოდარ მელაძის შაბათი“ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს. ჟურნალისტი მოტყუებით, კრწანისის რაიონის გამგეობის სახელის გამოყენებით, სთხოვდა მოქალაქეს კამერის წინ აღენიშნა, რომ გამგეობის მიერ გაწეული რიგითი დახმარების სანაცვლოდ მან და ოჯახის სხვა წევრებმა არჩევნებში ხმა მისცეს პარტია „ქართულ ოცნებას“.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კრწანისის რაიონის გამგეობა არ ყოფს მოქალაქეებს პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით. გამგეობის ყველა სერვისი თანაბრად ემსახურება ნებისმიერს, განურჩევლად მისი პოლიტიკური შეხედულებისა. ამასთან, დაუშვებლად მიგვაჩნია გამგეობის სახელის გამოყენება, რაც არის საზოგადოების დეზინფორმირების და უწყების დისკრედიტაციის მცდელობა.

სამწუხაროა, რომ მედიასაშუალება, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სწორად ინფორმირებას, დაკავებულია „ფეიკ ნიუსებით“ და შანტაჟით.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად მოგვაწოდონ ინფორმაცია შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის.”- ნათქვამია კრწანისის რაიონის გამგეობის განცხადებაში.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ფიფას პრეზიდენტს შეხვდა
Next: ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური ამოცანა არის ის, რომ გავხდეთ მოწინავე ქვეყანა კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.