Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი ფიფას პრეზიდენტს შეხვდა

მარშალ პრესი 13/11/2024
02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ  ლევან კობიაშვილთან ერთად, ფიფას პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ფეხბურთის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.
საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს, მათ შორის, დაგეგმილი ახალი, საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის მშენებლობის საკითხს, რომელიც 70 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი. ასევე განიხილეს საქართველოს განაცხადი მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობაზე.
ჯანი ინფანტინომ,  რომელიც საქართველოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება,  ის ობიექტები მოინახულა, რომლებიც ფიფას დაფინანსებით შენდება.
ფედერაციის  პრეზიდენტმა  საქართველოს პრემიერ-მინისტრს სიმბოლური საჩუქარი, ფიფას მაისური გადასცა.

Post navigation

Previous: საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა – ცესკო
Next: ტვ “პირველი”-ს ჟურნალისტი ერთ-ერთ მოქალაქეს კრწანისის გამგეობის სახელით მოტყუებით დაუკავშირდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.