Skip to content
15/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური ამოცანა არის ის, რომ გავხდეთ მოწინავე ქვეყანა კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით

მარშალ პრესი 13/11/2024
irakli kobakhidze

ჩვენი ამბიციური მიზანია, რომ მსოფლიო ქვეყნების სამეულში გავიდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საჯარო მოხელეებს შორის კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის მსოფლიოში 22-ე, ევროპაში კი მე-11 ადგილის მინიჭებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მაჩვენებელი სიამაყის საფუძველს იძლევა.

„ეს არის ერთ-ერთი მაჩვენებელი, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ და აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური მიზანი, რაზეც მე პარლამენტში გამოსვლისას ვსაუბრობდი – ჩვენი ამბიციური მიზანია, რომ მსოფლიო ქვეყნების სამეულში გავიდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. კარგი ტემპი გვაქვს აღებული, ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, თუნდაც ამ ერთი წლის განმავლობაში იმისათვის, რომ შემცირებულიყო კიდევ უფრო მეტად კორუფციის დონე ჩვენს ქვეყანაში და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, რა თქმა უნდა.

მთავრობის საქმიანობა არის სრულად გამჭვირვალე, საქართველოს მთავრობის ყველა განკარგულება, ყველა გადაწყვეტილება ქვეყნდება და ასე გავაგრძელებთ მუშაობას, გამჭვირვალედ, იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულ ინფორმაცია მთავრობის მიერ მიღებულ თითოეულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური ამოცანა არის ის, რომ გავხდეთ მოწინავე ქვეყანა კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ტვ “პირველი”-ს ჟურნალისტი ერთ-ერთ მოქალაქეს კრწანისის გამგეობის სახელით მოტყუებით დაუკავშირდა
Next: ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის ხმები გადაიტანეს გახარიას და „ლელოს“ კალათაში, ამ ეტაპზე, გარე პატრონები განსაკუთრებულ აქცენტს მათზე აკეთებენ – ნინო წილოსანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.