Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა

მარშალ პრესი 11/11/2024
8655547b-6cab-4806-8972-ccb7b0e6237d

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.

პირისპირ შეხვედრა ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა კონფერენციაზე განსახილველ საკითხებსა და ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას და რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტების როლს ქვეყნებისა და რეგიონის განვითარებისთვის.

შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.
ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

 „მონაწილეობას ვიღებთ გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში. კონფერენციის ფორმატში გვექნება ასევე შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა. დღეს მოხარული ვარ, რომ მქონდა შეხვედრის შესაძლებლობა ბატონ ილჰამ ალიევთან, სადაც ვისაუბრეთ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მეგობრულ ურთიერთობებზე, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას.

საუბარი გვქონდა მათ შორის, დარგობრივ თანამშრომლობაზე, სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე. გვქონდა ძალიან მეგობრული და პროდუქტიული შეხვედრა ყველა თემასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, ეს იყო ენერგეტიკა და ენერგოუსაფრთხოება, დაკავშირებადობა. ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, ასევე ერთად ვმუშაობთ ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე, მათ შორის, შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი პარტნიორობა“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ამ ადამიანების განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს – კახა კალაძე მიხაილ როთისა და მისი კოლეგების განცხადებებზე
Next: თბილისს თანამედროვე პოლიტიკისგან ჩამოწერილი ევროპარლამენტარები სტუმრობენ, რომელთაც პარლამენტი შესაბამისი პასუხით ხვდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.