Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამ ადამიანების განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს – კახა კალაძე მიხაილ როთისა და მისი კოლეგების განცხადებებზე

მარშალ პრესი 11/11/2024
kaxa kaladze

„ამ ადამიანების განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს“, – ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებს.

მისი თქმით, მათ საქართველოს მოსახლეობას თავი სიცრუით დაამახსოვრეს.

„ესენი არიან უსაქმური ადამიანები, რომლებიც ხან ერთ, ხან სხვა ქვეყანაში ჩადიან. ჩვენ გვახსოვს მათი ჩამოსვლა, როდესაც ოპოზიციის აქციები იყო, სიტყვით გამოსვლებიც ჰქონდათ. ამ ადამიანებმა რით დაამახსოვრეს თავი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას – სიცრუით. იმ სიცრუის პროპაგანდას, რასაც ვისმენდით მთელი ამ ხნის განმავლობაში, დღესაც აგრძელებენ. ყველამ კარგად ვიცით, რას წარმოადგენენ ისინი და როგორც ვთქვი, არანაირი ფასი არ აქვს მათ განცხადებებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული  დელეგაციის წევრები  პატივს არ სცემენ საქართველოს  სახელმწიფოებრიობას და ქართველ ხალხს.

„ევროკავშირი დაფუძნებულია სხვადასხვა ღირებულებაზე, ერთ-ერთია მშვიდობა. ეს ადამიანები გველაპარაკებიან ევროპის სახელით და ამ დროს ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, დაძაბულობა. არა მხოლოდ ახლა, ადრეც, თუ გავიხსენებთ, რამდენიმე თვის წინ რა გაცხადებებს აკეთებდნენ.

ჩვეულებრივი მავნებლები არიან,  ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ეს ადამიანები პატივს არ სცემენ ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოებრიობას და ქართველ ხალხს. მათ განცხადებებს, ქმედებებს, ყველაფერს აქვს ჩალის ფასი. ზურაბიშვილი და სხვა წვრილფეხა პოლიტიკოსები – რადიკალები, რომლებიც ოპოზიციას  წარმოადგენენ და ისინი, ვინც  გარედან აკეთებენ მსგავს განცხადებებს, ერთნი არიან, ერთი ფრთის ქვეშ არიან და ერთი პატრონი ჰყავთ. ხალხმა ძალიან კარგად დაინახა სრული სურათი და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში გარკვეული ცვლილებები უკვე დაიწყება და ეს საკმაოდ საინტერესო პროცესი იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: ISFED-ის ახალი კვლევა ცესკოს რეპუტაციის დაზიანების მორიგი მცდელობაა – ცესკო
Next: ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.