Skip to content
13/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ქართველი რეჟისორის, ბატონი თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო

მარშალ პრესი 05/06/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეჟისორ თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მთავრობის მეთაური უსამძიმრებს ოჯახსა და ახლობლებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ქართველი რეჟისორის, ბატონი თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო. ბატონი თემურის უნიკალური ხელწერით შექმნილი, ღრმა ჰუმანიზმით განმსჭვალული სპექტაკლები მაყურებელთა არაერთმა თაობამ შეიყვარა და მსოფლიო თეატრალური საგანძურის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული კულტურის ისტორიაში. ამ მძიმე წუთებში სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ბატონი თემურის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.

 

თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Continue Reading

Previous: „ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციამ გორში, შიდა ქართლის რეგიონული კონფერენცია გამართა
Next: მეუფე შიო: სულის გადარჩენა მდგომარეობს იესო ქრისტეს, მისი მცნებების შეცნობაში, მისი ეკლესიის წევრობაში – ეს არის უმთავრესი ცხოვრებაში, გზა ხსნისა და გზა სიხარულისა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025