Skip to content
19/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციამ გორში, შიდა ქართლის რეგიონული კონფერენცია გამართა

მარშალ პრესი 05/06/2022
ქალთა ორგანიზაცია

საქართველოს რეგიონებში „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები იმართება. დღეს შიდა ქართლის ორგანიზაციის წევრები გორში შეიკრიბნენ. მათ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარესთან ერთად რეგიონში არსებულ ვითარება და სამომავლო გეგმები განიხილეს.

„გორში ჩვენ დავაკომპლექტეთ შიდა ქართლის საბჭოს შემადგენლობა, რომელიც ქალთა ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეული იქნება. ამგვარ საბჭოებს თითოეულ რეგიონში დავაკომპლექტებთ და, პარტიის წარმომადგენლები აღნიშნულ საბჭოებს კენჭს უყრიან. შემდგომში, ჩვენ გვექნება დეტალური და უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ამ საბჭოებთან და განვახორციელებთ იმ საქმიანობას, რომელსაც სამოქმედო გეგმის ფარგლებში შევიმუშავებთ. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენს მხარდამჭერებს, პარტიის წევრებს წარვუდგინეთ ქალთა ორგანიზაციის სტრუქტურა და ის თემატური მიმართულებები, რომელზეც ქალთა ორგანიზაციის ფარგლებში ვიმუშავებთ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: ევროპულ და ამერიკულ დაფინანსებაზე მყოფნი კოლექტიური “პავლიკ მოროზოვები” ისეთი ძალისხმევით ხერხავენ საკუთარ მკვებავ ტოტს – რომელსაც საქართველოს ევროინტეგრაცია ჰქვია – რომ მათ შეურაცხადობაში არანაირი ეჭვი აღარ გეპარება
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ქართველი რეჟისორის, ბატონი თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.