Skip to content
19/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ქართველიშვილი: ევროპულ და ამერიკულ დაფინანსებაზე მყოფნი კოლექტიური “პავლიკ მოროზოვები” ისეთი ძალისხმევით ხერხავენ საკუთარ მკვებავ ტოტს – რომელსაც საქართველოს ევროინტეგრაცია ჰქვია – რომ მათ შეურაცხადობაში არანაირი ეჭვი აღარ გეპარება

მარშალ პრესი 05/06/2022
დავით ქართველიშვილი
„პარტიებს რომ დავანებოთ თავი – მათი “ახალგაზრდული მოძრაობები”, ომბუდსმენის მიერ მკვებავი “დაჯგუფებები”, არასამთავრობო სექტორის უმეტესი ნაწილი, ე.წ. მედიასაშუალებები, ტროლების, ბოტების არმია – დღეს დასდევს ნებისმიერ პოსტს თუ კომენტარს, რომელიც ეხება საქართველოს EU-ს შემადგენლობაში გაწევრიანების მისწრაფებას – დედის გინებით, დაცინვით, “და-ჰა-ჰა-ვებით”- ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე ბაია პატარაიას მიერ ფეისბუქზე გამოხატულ რეაქციას.
„მართალია, საქართველოს EU-ს კანდიდატის სტატუსის მაძიებლობის მოწინააღმდეგეთა “ძრომიალი” სხვადასხვა ევროპულ პლატფორმებზე იმდენად გამჭირვალე არაა ჩვენთვის – საქართველოს ევროპული გზის გულშემატკივრებისთვის – ამის შესახებ მაინც მოგვდის გამაოგნებელი და სამარცხვინო ინფორმაციები. მაგრამ სოციალური ქსელების მეშვეობით ეს ძირგამომთხრელი პროცესი უფრო თვალსაჩინოა ჩვენთვის. გაშმაგებული ენთუზიაზმით, ჯოჯოხეთური “და-ჰა-ჰა-ვებით” ევროპულ და ამერიკულ დაფინანსებაზე მყოფნი ეს კოლექტიური “პავლიკ მოროზოვები” ისეთი ძალისხმევით ხერხავენ საკუთარ მკვებავ ტოტს – რომელსაც საქართველოს ევროინტეგრაცია ჰქვია – რომ მათ შეურაცხადობაში არანაირი ეჭვი აღარ გეპარება.
ე.წ. პარტიებს რომ დავანებოთ თავი – მათი “ახალგაზრდული მოძრაობები”, ომბუდსმენის მიერ მკვებავი “დაჯგუფებები”, არასამთავრობო სექტორის უმეტესი ნაწილი, ე.წ. მედიასაშუალებები, ტროლების, ბოტების არმია – დღეს დასდევს ნებისმიერ პოსტს თუ კომენტარს, რომელიც ეხება საქართველოს EU-ს შემადგენლობაში გაწევრიანების მისწრაფებას – დედის გინებით, დაცინვით, “და-ჰა-ჰა-ვებით”, გადაკარგული რუსული სოფლის დისკოტეკის საუკეთესო ტრადიციებში, სადაც ყოველ ჯერზე ცდილობენ ინტელექტს თავზე ცარიელი არყის ბოთლი გადაამტვრიონ.
ან რა აზრი აქვს ამ “быдло”-სთან ოპონირებას ან დებატებს – ბულგაკოვის ნაწარმოების ცნობილი გმირის, შვონდერის ამალასავით რომ დაეთრევიან ევროპული გეზის მიმდევართა კედლებსა და სტატუსებზე და “ინტერნაციონალის” ბღავილით ცდილობენ დასავლეთის დარწმუნებას რომ იქ, სადაც მსგავსი “быдло” დღეს საქართველოში “ბომონდს” წარმოადგენს – ამ ქვეყნის ადგილი EU-ს რიგებში არაა. სულ ცოტა ხანში უამრავ კითხვას გაეცემა პასუხი – მოთმინებით აღვივსოთ!“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: გია აბაშიძე: ის, რომ ჩვენი ნაცოპოზიციური კონგლომერატი აზროვნებით ლუმპენად იქცა, ახალი არაა, თუმცა ყოველდღიურად რეკორდებს ამყარებენ ფსკერების ფსკერზე დაცემის თვალსაზრისით
Next: „ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციამ გორში, შიდა ქართლის რეგიონული კონფერენცია გამართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.