Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სინამდვილეში, „ქართულმა ოცნებამ“ და ხალხმა თავის არაესკალაციის პოლიტიკით, გადაარჩინეს არა მხოლოდ საქართველო ეკონომიკურ კრიზისს და შესაძლო სამხედრო დაპირისპირებას, არამედ, ევროპაც ეკონომიკურ პრობლემებს

მარშალ პრესი 04/11/2024
shalva papuashvili

გავიხედოთ გარშემო, ფაქტობრივად ცეცხლის რკალში ვართ და მოვახერხეთ ის, რომ საქართველო, თან იმ პირობებში, როდესაც მისი ორი ტერიტორია ოკუპირებულია, არის ფაქტობრივად მშვიდობის ოაზისი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მშვიდობის ინდექსში საქართველოს დაწინაურებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, დღეს საქართველო არის რეალური ხიდი, ტრანზიტის შესაძლებლობა ევროპასა და აზიას შორის.

„თავისთავად ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად სწორი პოლიტიკა ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რატომ დაუჭირა მხარი ქართველმა ხალხმა ამ პოლიტიკას. ამ არჩევნებმა და ამ რეფერენდუმმა ზუსტად ეს დაანახა ყველას შინ და გარეთ, რომ ქართველი ხალხი დგას ამ პოლიტიკის უკან. იმ პოლიტიკის, რომ არ დაწესდეს სანქციები, იმ პოლიტიკით, რომ არ გაიგზავნოს მოხალისეები ომში, იმ პოლიტიკით, რომ არ შევიდეთ ესკალაციაში სხვადასხვა ქვეყნებთან ჩვენს გარშემო. ეს ასახვა ასეთ რეიტინგებში ზუსტად იმას აჩვენებს, რაც რეალობაა.

გავიხედოთ გარშემო, ფაქტობრივად ცეცხლის რკალში ვართ და მოვახერხეთ ის, რომ საქართველო, თან იმ პირობებში, როდესაც მისი ორი ტერიტორია ოკუპირებულია, არის ფაქტობრივად მშვიდობის ოაზისი. არა მხოლოდ საკუთარი მოქალაქეებისთვის არის ეს მშვიდობა, არამედ, ეს მშვიდობა მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნებისთვისაც.

დღეს საქართველო არის რეალური ხიდი, ტრანზიტის შესაძლებლობა ევროპასა და აზიას შორის. დღეს საქართველოზე გადის ყველა ის ტვირთი. ამიტომ, ამ მშვიდობით ვსარგებლობთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ, ამით სარგებლობენ ასევე სხვა ქვეყნები, თორემ აქ რომ არეულობა ყოფილიყო, მერე ეკითხა ევროპას რა ეშველებოდა, როდესაც ეს დერეფანიც იქნებოდა ჩაკეტილი და მერე ენახათ ევროპაში როგორი ეკონომიკური კრიზისი დაუდგებოდათ.

სინამდვილეში, „ქართულმა ოცნებამ“ და ქართველმა ხალხმა თავის არაესკალაციის პოლიტიკით, გადაარჩინეს არა მხოლოდ საქართველო ეკონომიკურ კრიზისს, კოლაფსს და შესაძლო სამხედრო დაპირისპირებას, არამედ, გადაარჩინეს ევროპაც ეკონომიკურ პრობლემებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: უკვე მესამე სერიაა იმ სერიალის, რომელსაც ოპოზიცია, რამდენიმე მილიონერი „ენჯეო“ და მათი უცხოელი პატრონები გვაყურებინებენ. ნათქვამია, რომ ისტორია პირველად მეორდება, როგორც ტრაგედია და შემდეგ, როგორც ფარსი
Next: როგორც ევროპელი პოლიტიკოსები მოისურვებენ, რომ ევროპული ღირებულებებით იხელმძღვანელონ და არა რაღაც გაუგებარი პოლიტიკური თუ კლანური მიზნებით, ზუსტად იმ მომენტში გადაიტვირთება ყველაფერი და იქნება ჩვეულებრივი ურთიერთობები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.