Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორც ევროპელი პოლიტიკოსები მოისურვებენ, რომ ევროპული ღირებულებებით იხელმძღვანელონ და არა რაღაც გაუგებარი პოლიტიკური თუ კლანური მიზნებით, ზუსტად იმ მომენტში გადაიტვირთება ყველაფერი და იქნება ჩვეულებრივი ურთიერთობები

მარშალ პრესი 04/11/2024
shalva papuashvili

როგორც ერთ ცნობილ გამონათქვამშია, „ჩვენ დავიწყეთ?“ – ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგების შესახებ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს არაფერი დაუწყია და სხვა ქვეყნის არჩევნებში არ ჩარეულა.

„ჩვენ არჩევნებში ერეოდნენ ლიეტუველი პოლიტიკოსები, რომლებიც გამოდიოდნენ და პირდაპირ აგიტაციას ეწეოდნენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ისინი ერეოდნენ ჩვენ არჩევნებში. ჩვენ ვინმესთან ჩავერიეთ? ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი გვამკობდა სასწაული ეპითეტებით. ჩვენ ხომ არ ვაკეთებდით ამას?

ჩვენ არაფერს ვიწყებთ. როგორც კი გაჩერდებიან, ჩვენგანაც არ იქნება რეაქცია. როდესაც ადამიანი კოშმარს გეძახის, მე მგონი ქართველობაც არ სჭირდება ამას, შესაბამისი პასუხი რომ გასცე და განსაკუთრებით, როდესაც ქართველებს გვეხება – შეურაცხყოფას როცა გვაყენებენ, პასუხი მყისიერი იქნება.

ყველა ქმედებას მოჰყვება უკუქმედება. ქმედების ავტორები ამ შემთხვევაში არის ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი. როგორც კი ისინი მოისურვებენ, რომ ევროპული ღირებულებებით იხელმძღვანელონ და არა რაღაც გაუგებარი თავისი პოლიტიკური თუ კლანური მიზნებით, ზუსტად იმ მომენტში გადაიტვირთება ყველაფერი და იქნება ჩვეულებრივი ურთიერთობები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: სინამდვილეში, „ქართულმა ოცნებამ“ და ხალხმა თავის არაესკალაციის პოლიტიკით, გადაარჩინეს არა მხოლოდ საქართველო ეკონომიკურ კრიზისს და შესაძლო სამხედრო დაპირისპირებას, არამედ, ევროპაც ეკონომიკურ პრობლემებს
Next: 2024 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველო ექვსი ადგილით დაწინაურდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.