Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უკვე მესამე სერიაა იმ სერიალის, რომელსაც ოპოზიცია, რამდენიმე მილიონერი „ენჯეო“ და მათი უცხოელი პატრონები გვაყურებინებენ. ნათქვამია, რომ ისტორია პირველად მეორდება, როგორც ტრაგედია და შემდეგ, როგორც ფარსი

მარშალ პრესი 04/11/2024
shalva papuashvili

უკვე მესამე სერიაა იმ სერიალის, რომელსაც ოპოზიცია, რამდენიმე მილიონერი „ენჯეო“ და მათი უცხოელი პატრონები გვაყურებინებენ ქართველ ხალხს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ნათქვამია, რომ ისტორია პირველად მეორდება, როგორც ტრაგედია და შემდეგ, როგორც ფარსი.

„კვლავ მიწევს თქვენს წინაშე გამოსვლა იმისთვის, რომ დეზინფორმაციების მორიგი მხილება იყოს. უკვე მესამე სერიაა იმ სერიალის, რომელსაც ოპოზიცია, რამდენიმე მილიონერი „ენჯეო“ და მათი უცხოელი პატრონები გვაყურებინებენ ქართველ ხალხს. ნათქვამია, რომ ისტორია პირველად მეორდება, როგორც ტრაგედია და შემდეგ, როგორც ფარსი.

ტრაგედიად, ეს ე.წ. გაყალბებული არჩევნების ისტორია გამეორდა. ზუსტად 4 წლის წინ, სხვათა შორის, გუშინ იყო 3 ნოემბერი, 4 წლის წინ, 2020 წლის 3 ნოემბერს შეგდგა ის ისტორიული შეკრება ოპოზიციისა, „მთავარი არხის“ სტუდიაში, სადაც მათ ხელი მოაწერეს პირობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შევიდოდნენ პარლამენტში, შემდეგ დაეწყვნენ და ყველა შევიდა.

ახლა ეს უკვე როგორც ფარსად ისე მეორდება. იგივე მსახიობები, იგივე დამდგმელი რეჟისორი, მაგრამ ჰგონიათ, რომ მაყურებელიც იგივეა, თუმცა ამ ფარსს უკვე ყველა კარად ხვდება და ამას აკვირდება თავად ეს ხალხიც“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ცესკო განცხადებას ავრცელებს
Next: სინამდვილეში, „ქართულმა ოცნებამ“ და ხალხმა თავის არაესკალაციის პოლიტიკით, გადაარჩინეს არა მხოლოდ საქართველო ეკონომიკურ კრიზისს და შესაძლო სამხედრო დაპირისპირებას, არამედ, ევროპაც ეკონომიკურ პრობლემებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.