Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ თვალსაზრისით უნგრეთს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება

მარშალ პრესი 29/10/2024
irakli kobakhidze2

განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ხორციელდება უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ თვალსაზრისით უნგრეთს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

„მადლობას ვუხდი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ბატონ ვიქტორ ორბანს, საქართველოში ჩამობრძანებისთვის.  ის წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად იმყოფება საქართველოში და მისი ვიზიტი ისევე, როგორც ზოგადად, თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის, არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი. ეს თანამშრომლობა, პარტნიორობა, მეგობრობა ეფუძნება ჩვენს ხალხებს შორის ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს და ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და გაღრმავებას.

განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ხორციელდება უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში.

ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ამ თვალსაზრისით უნგრეთს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უნგრეთი იყო საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე და უნგრეთმა განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებისას და ამისათვის მე პირადად ბატონ ვიქტორ ორბანს, ისევე როგორც მთლიანად ჩვენს უნგრელ მეგობრებს, უნგრეთის ხელისუფლებას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. რა თქმა უნდა, მომავალშიც გვაქვს მხარდაჭერის ძალიან დიდი იმედი და მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს უნგრელ მეგობრებს, პირადად ბატონ ვიქტორ ორბანს ამ მხარდაჭერის კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა მას საქართველოს არჩევნებში რუსეთის მიერ ჩარევის მტკიცებულებები ვერ წარუდგინა
Next: გახარია და “ლელო” რას აპროტესტებენ? იმ ეგზიტპოლით, რომელიც მათ მოეწონათ, 8-9% ჰქონდათ. ცესკოს შედეგებითაც 8-9% აქვთ და რით არიან უკმაყოფილოები? „ნაციონალური მოძრაობის“ და გვარამიას შედეგებით?

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025