Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გახარია და “ლელო” რას აპროტესტებენ? იმ ეგზიტპოლით, რომელიც მათ მოეწონათ, 8-9% ჰქონდათ. ცესკოს შედეგებითაც 8-9% აქვთ და რით არიან უკმაყოფილოები? „ნაციონალური მოძრაობის“ და გვარამიას შედეგებით?

მარშალ პრესი 29/10/2024
shalva papuashvili

მე ვერ ვხვდები გახარია და „ლელო“ რას აპროტესტებენ, რით არიან უკმაყოფილო? რისი შედეგებით? ვისი შედეგებით? ანუ იმ ეგზიტპოლით, რომელიც მათ მოეწონათ 8-9% ჰქონდათ „ლელოს“ და ბატონ გახარიას.

ცესკოს შედეგებითაც 8-9% აქვთ და რით არიან უკმაყოფილო? „ნაციონალური მოძრაობის“ შედეგებით არიან უკმაყოფილო თუ გვარამიასი, რისი შედეგებით არიან? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიმართ პროტესტზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელოს“ და გახარიას პარტიის პროტესტი ცესკოს შედეგების მიმართ დასტურია იმისა, რომ ისინი წარმოადგენენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. „აი ეს ხომ აჩვენებს, რომ სინამდვილეში, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ოთხივე პარტია.

გახარია გვიმტკიცებდა, რომ არა არც ნაციო და არც ისო და არც ესო, ანუ რაც ეგზიტპოლმა აჩვენა ზუსტად ის შედეგები აქვს მიღებული ცესკოს მხრიდანაც დათვლის შედეგად, რას აპროტესტებს? ვის უპროტესტებს? მათ დააკლდათ ხმები თუ რა მოხდა ? ვის უპროტესტებს საერთო ჯამში? ჰოდა აი ეს არის საქმე სინამდვილეში, რომ ისინი გულშემატკივრობდნენ და გულშემატკივრობენ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ბირთვს, რომელიც ასე ვთქვათ სტრუქტურულად არის და სინამდვილეში ესენი არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა და გუშინ სცენაზე მშვენივრად ერთად ვიხილეთ ყველა. ასე, რომ საერთო ჯამში ამ ყველაფრის შედეგი არის, რომ ყველაფერი გამოვლინდა და ყველა ნიღაბი ჩამოხსნილია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Continue Reading

Previous: საქართველოს მთავრობის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ თვალსაზრისით უნგრეთს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება
Next: რას აპროტესტებს ეს ორი? „ნაცმოძრაობის“ დაბალ შედეგებს თუ საკუთარს? მათ მიიღეს თითქმის ის შედეგები, რასაც კეზერაშვილის წინა “გამოკითხვები” უწერდათ და ამაყად აფრიალებდნენ ყველგან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025