Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა მას საქართველოს არჩევნებში რუსეთის მიერ ჩარევის მტკიცებულებები ვერ წარუდგინა

მარშალ პრესი 29/10/2024
duda

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ, პოლონურ Radio Zet-თან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, გუშინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს, მას რუსეთის მიერ ჩარევის დამადასტურებელი ურყევი მტკიცებულებები არ წარუდგინა.

დუდა ამბობს, რომ მას საქართველოს პრეზიდენტი თვეზე მეტი ხნის წინ ეწვია. “ჩვენ ვისაუბრეთ ზოგად პოლიტიკურ ვითარებაზე და მან მითხრა, რომ “ქართული ოცნება” ალბათ გაიმარჯვებდა, მაგრამ არ არსებობდა იმის ნიშანი, რომ ისეთ უპირატესობას მოიპოვებდა, რაც მათ დამოუკიდებლად მართვის საშუალებას მისცემდა. შედეგი, რომელიც ცხადდება, ნამდვილად ეწინააღმდეგება იმას, რაც მაშინ პრეზიდენტმა მითხრა”, – ამბობს პოლონეთის პრეზიდენტი.

დუდა ხაზს უსვამს, რომ საქართველო “მდებარეობს მსოფლიოს ძალიან საკვანძო წერტილში, ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე, ეს არის ძალიან სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორია” და დასძენს, რომ რუსეთს სურს საქართველოს ხელში ჩაგდება.

Continue Reading

Previous: ბათუმში “ქართულმა ოცნებამ” მიიღო 45 631 ხმა, ჯამში ოთხივე პარტიას მოვუგეთ დაახლოებით 6 000 ხმით – ირაკლი ჭეიშვილი
Next: საქართველოს მთავრობის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ თვალსაზრისით უნგრეთს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025