Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბათუმში “ქართულმა ოცნებამ” მიიღო 45 631 ხმა, ჯამში ოთხივე პარტიას მოვუგეთ დაახლოებით 6 000 ხმით – ირაკლი ჭეიშვილი

მარშალ პრესი 29/10/2024
cheishvili irakli

“ქართული ოცნების” აჭარის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი ჭეიშვილი, “ქართული ოცნების” გამარჯვებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც ჭეიშვილი აღნიშნავს, ბათუმში “ქართულმა ოცნებამ” მიიღო 45 631 ხმა, ჯამში ოთხივე ოპოზიციურ პარტიას დაახლოებით 6 000  ხმით, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ  “ნაციონალურ მოძრაობას” 33 700 ხმით მოუგო.

მისი თქმით, ამ მონაცემების ნახვის შემდეგ, არჩევნების გაყალბებაზე საუბარი უნამუსობაა.

“ბათუმში “ქართულმა ოცნებამ” მიიღო 45 631 ხმა. პარლამენტში შესულმა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ჯამში მიიღო 39 859 ხმა.

ჯამში ოთხივე პარტიას მოვუგეთ დაახლოებით 6 000  ხმით. რაც შეეხება მეორე ადგილზე მყოფ პარტიას, “ნაციონალურ მოძრაობას” მოვუგეთ 33 700 ხმით. ამის შემდეგ რომ იტყვით არჩევნები გაყალბდაო, უნამუსო უნდა იყო ადამიანი. სინდისი გეყოთ და აღიარეთ შედეგები.” –  წერს ირაკლი ჭეიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე შევისწავლე უნგრელი დამკვირვებლების ანგარიში, ყველა ასპექტით იყო პოზიტიური, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შესახებ იყო საუბარი და ამიტომ მინდა, მივულოცო პრემიერ-მინისტრს
Next: პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა მას საქართველოს არჩევნებში რუსეთის მიერ ჩარევის მტკიცებულებები ვერ წარუდგინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.