Skip to content
14/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიღბები ჩამოხსნილია. მიხაელ როთი და რამდენიმე ევროპარლამენტარი ხალხის ნებას პატივს არ სცემენ, აგრეთვე ძირს უთხრიან ეუთოს მისიის ნდობას საბჭოური პროპაგანდის სტილში სამარცხვინო დეზინფორმაციის გავრცელებით

მარშალ პრესი 27/10/2024
nikoloz samkharadze

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ბუნდესტაგის დეპუტატს მიხაელ როთს და კანადისა და ევროპის რამდენიმე პარლამენტარს არჩევნების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

„ნიღბები ჩამოხსნილია. ქვემოთ წერილზე ხელმომწერები საქართველოში ჩატარებული არჩევნების არა მხოლოდ დისკრედიტაციას ახდენენ და ხალხის ნებას პატივს არ სცემენ, ისინი აგრეთვე ძირს უთხრიან ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ნდობას საბჭოური პროპაგანდის სტილში სამარცხვინო დეზინფორმაციის გავრცელებით“, – წერს სამხარაძე სოციალურ ქსელ X-ში.

როთმა დღეს სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა მისი და რამდენიმე ევროპელი და კანადელი პარლამენტარის საერთო წერილი, რომელშიც ისინი მოითხოვენ პერსონალური სანქციები დაუწესონ მათ, ვინც საქართველოში „არასამართლიანი საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა, დააშინა ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება“.

Post navigation

Previous: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მხარდამჭერს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „ქართულ ოცნებას“ და საკუთარ სამშობლოს, უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის, ზეწოლისა და უპრეცედენტო დეზინფორმაციის ნიაღვრის მიუხედავად
Next: რადგან უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანმა დაგვიჭირა მხარი, დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული – კიდევ უფრო უკეთესი სახელმწიფო უნდა შევქმნათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.