Skip to content
14/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რადგან უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანმა დაგვიჭირა მხარი, დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული – კიდევ უფრო უკეთესი სახელმწიფო უნდა შევქმნათ

მარშალ პრესი 28/10/2024
david kacharava

„ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები და მოხარულები ვართ, რომ ყველაფერი ძალიან სწორად და ობიექტურად შეფასდა. ამით სალომე ზურაბიშვილის მოწოდებები, რომ არჩევნები გაყალბდა, ბათილდება, თუმცა, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიცია ამ გზას გაჰყვება მაინც, რადგან მათ სხვა არაფერი დარჩენიათ. ჩვენ კი ჩვენი გზა ვიცით, რომელსაც მივყვებით“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა დავით კაჭარავამ განაცხადა.

მისი თქმით, რადგან მმართველ პარტიას უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანმა დაუჭირა მხარი, ეს მათთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

„იქიდან გამომდინარე, რომ უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანმა დაგვიჭირა მხარი, დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული – კიდევ უფრო უკეთესი სახელმწიფო უნდა შევქმნათ, რომელიც ჩვენს ხალხს მოემსახურება. ჩვენი სამშობლოა ჩვენი ისტორია, რელიგია, კულტურა, წინაპრები, ფასეულობები – ის ყველაფერი, რითაც საქართველო დღემდე მოვიდა და რასაც მილიონზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.

კიდევ ერთხელ მადლობა იმ ადამიანებს, ვინც მხარი დაგვიჭირა და ვპირდებით მათ, რომ ამ ოთხი წლის მანძილზე კიდევ უფრო მეტს ვიშრომებთ იმისთვის, რომ თითოეული ქართველის ცხოვრება უკეთესი გახდეს. თუ რას მოიმოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, დიდს არაფერ შეცვლის ჩვენი ქვეყნისთვის. მათი ძალიან ბევრი არასწორი, ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები გვაქვს ნანახი, მით უმეტეს, ბოლო პერიოდში. ისინი ცდილობენ ქვეყნის განვითარება შეაფერხონ, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ყველა სფეროში წინ მიდის“, – აღნიშნა დავით კაჭარავამ.

Post navigation

Previous: ნიღბები ჩამოხსნილია. მიხაელ როთი და რამდენიმე ევროპარლამენტარი ხალხის ნებას პატივს არ სცემენ, აგრეთვე ძირს უთხრიან ეუთოს მისიის ნდობას საბჭოური პროპაგანდის სტილში სამარცხვინო დეზინფორმაციის გავრცელებით
Next: მოსულა ჩვენი ოპოზიციის გულის სწორი – ელისაშვილი დოლს გაახურებს და დაუარეთ „ფარცა – გაყალბდას“ ძახილით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.