Skip to content
16/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მხარდამჭერს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „ქართულ ოცნებას“ და საკუთარ სამშობლოს, უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის, ზეწოლისა და უპრეცედენტო დეზინფორმაციის ნიაღვრის მიუხედავად

მარშალ პრესი 27/10/2024
mamuka mdinaradze2

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მხარდამჭერს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „ქართულ ოცნებას“ და საკუთარ სამშობლოს, მიუხედავად უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხისა და ზეწოლისა ქვეყნის გარედან თუ ქვეყნის შიგნით, მიუხედავად უპრეცედენტო დეზინფორმაციის ნიაღვრისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი პარტიის წინააღმდეგ მოდიოდა,  –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ბრიფინგზე განაცხადა.

მან ასევე ხაზი გაუსვა ემიგრანტების მხარდაჭერას და იმ გაძლიერებულ ბულინგს, რაც უცხო ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ წარმოებს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან. „ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ემიგრანტებს, რომლებმაც, ასეთი მასშტაბური ბულინგის და ეს საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში განსანკუთრებულია, ამ ბულინგის მიუხედავად, მხარი დაუჭირეს „ქართულ ოცნებას“ – 5000-მდე ადამიანს განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი.

საერთოდ არ მიკვირს უცხოეთში შედარებით დაბალი პროცენტი „ართული ოცნების“. მაგალითად, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მხარდამჭერ გვერდზე რომ გაზიარდა ემიგრანტების ვიდეო, სადაც ისინი მხარს უჭერდნენ „ქართულ ოცნებას“, ვერ წარმოიდგენთ რას უშვებიან იმ ადამიანებს. რამდენიმე მათგანი დაგვიკავშირდა და გვიყვებიან, რომ ბულინგის მსგავსი მეთოდები ალბათ თქვენც კი, მანდ, საქართველოში ვერ წარმოგიდგენიათო.

მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ადამიანებს საკუთარი აზრი გააჩნიათ და მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“, ბულინგის ისეთ ქარ-ცეცხლში ატარებენ, რომ ლამის ცხოვრებაზე ააღებინონ ხალხს ხელი. გვიკავშირდებიან, გვეუბნებიან, რომ ვერ წარმოვიდგენდით, თუ ჩვენს ახლობელს და ნათესავს ასეთი რამ შეეძლო ჩვენს წინააღმდეგო. კიდევ კარგი პროცენტი და კიდევ კარგი რაოდენობაა.

საზოგადოებას წარმოდგენა რომ ჰქონდეს, 25 000-მდე ადამიანი იყო მისული უცხოეთში საარჩევნო უბნებზე, ბევრს წარმოდგენა აქვს, ჰგონიათ, რომ ასიათასობით ადამიანი მიდის. არ მიდიან უბრალოდ, არ გაგიკვირდეთ. ამ ადამიანების მიმართ ბულინგის არაბუნებრივი და არაადამიანური მასშტაბი წარმოებს უცხო ქვეყნებში.“ –  აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საარჩევნო შედეგები, დაახლოებით, 190 ათასი ხმით გააუმჯობესა, მაშინ როდესაც რადიკალურ-აგენტურულმა პარტიებმა 60 ათასით ნაკლები ხმა მიიღეს
Next: ნიღბები ჩამოხსნილია. მიხაელ როთი და რამდენიმე ევროპარლამენტარი ხალხის ნებას პატივს არ სცემენ, აგრეთვე ძირს უთხრიან ეუთოს მისიის ნდობას საბჭოური პროპაგანდის სტილში სამარცხვინო დეზინფორმაციის გავრცელებით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025