Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საარჩევნო შედეგები, დაახლოებით, 190 ათასი ხმით გააუმჯობესა, მაშინ როდესაც რადიკალურ-აგენტურულმა პარტიებმა 60 ათასით ნაკლები ხმა მიიღეს

მარშალ პრესი 27/10/2024
mamuka mdinaradze

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საარჩევნო შედეგები, დაახლოებით, 190 ათასი ხმით გააუმჯობესა, – განაცხადა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

იგი საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შესახებ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელთან განცხადებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, რადიკალების მოსაზრებით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები 300 ათასი ხმით გააყალბა. მდინარაძემ დაასახელა ციფრები, წინა არჩევნებთან შედარებით, თუ რამდენად მეტი ხმა მიიღო 26 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“.

„წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 190 ათასი ადამიანით მეტმა დაგვიჭირა მხარი. წინა თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, 294 თასით მეტმა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი, მაშინ როდესაც იმ რადიკალურ აგენტურულ პარტიებს, რომელთაც რაღაცაზე ჰქონდათ ამბიცია, 60 ათასით ნაკლებმა დაუჭირა. სწორედ ამას ვერ ეგუებიან და დგანან ახლა და სოციალურ ქსელებში ლანძღავენ ამომრჩეველს, სხვა რომ არაფერი დარჩათ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძის განცხადება 26 ოქტომბრის არჩევნებზე
Next: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მხარდამჭერს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „ქართულ ოცნებას“ და საკუთარ სამშობლოს, უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის, ზეწოლისა და უპრეცედენტო დეზინფორმაციის ნიაღვრის მიუხედავად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.