Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 52 ოჯახისთვის სახლებს შეისყიდის

მარშალ პრესი 04/06/2022
ეკომიგრანტთა

დევნილთა სააგენტოში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის გადაწყვეტილებით, დევნილთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 52 ოჯახისთვის სახლებს შეისყიდის.

ოჯახები კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის განცხადებით, ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩევენ. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, გამოყოფილი ბიუჯეტი 2022 წელს გაიზარდა.

კომისიის გადაწყვეტილებით, ახალი სახლების შესყიდვის პარალელურად, სახელმწიფო საკუთრებაში მცხოვრებ 140-მდე ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა.

Post navigation

Previous: ზვიად შალამბერიძე: ძალიან საინტერესო პროექტია მობილური იუსტიციის სახლი, რამაც ხელმისაწვდომი გახადა ჩვენი მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობისთვის იუსტიციის სახლის სერვისები
Next: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გურულ ფერმერებთან შეხვედრა გამართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.