Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გურულ ფერმერებთან შეხვედრა გამართა

მარშალ პრესი 04/06/2022
გატე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად, გურიის რეგიონში იმყოფებოდა. სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრაზე, თხილის სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს, შეხვდნენ ფერმერებს და თხილის ბაღები დაათვალიერეს.

„სისტემური მიდგომა, რომელიც ხორციელდება სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ და რომელშიც აქტიურად არიან ჩართული ფერმერები, წარმატებულია. ჩვენ ერთობლივად ვახდენთ თხილის წარმოების ზრდის სტიმულირებას და ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ფერმერები რეკომენდაციების გათვალისწინებით უვლიან თხილის ბაღებს, რაც იმის წინაპირობაა, რომ მივიღებთ მაღალი ხარისხის უხვ მოსავალს“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

,,გურიის რეგიონისთვის თხილის წარმოება ერთ-ერთ ძირითად და პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. რეგიონში გვაქვს არა ერთი მსხვილი გადამამუშავებელი საწარმო. სახელმწიფო მუდმივად დგას ფერმერების გვერდით. შესაბამისად უწევს მათ დახმარებას, რათა ფერმერებმა აწარმოონ ხარისხიანი პროდუქცია და შემდგომში შეძლონ მისი მაღალ ფასში რეალიზაცია,“- აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.

Post navigation

Previous: დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 52 ოჯახისთვის სახლებს შეისყიდის
Next: დავით ქართველიშვილი „ფორმულას“: კეზერ ტვ ძალიან გაღმა ხართ, თურმე ივანიშვილის დაკვეთით დელფინები დაუკავებიათ, მაგრამ ჯერ არ იციან, სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.