Skip to content
14/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენი ეს ბრძოლა არ შეიძლება, რომ არ დაგვირგვინდეს გამარჯვებით, რომლის შემდეგ არა მხოლოდ სრულიად საქართველო, თითოეული ჩვენგანი მოიპოვებს დამსახურებულ “შვებულებას”

მარშალ პრესი 26/10/2024
davit kartvelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„”წინასაარჩევნო პერიოდმა ჩაიარა მშვიდ ატმოსფეროში” – ამ წინადადებაში, როგორ გინდა ჩატიო ჩვენი შერყეული ფსიქოსომატური, კარდიოლოგიური, დიაბეტური თუ “უბრალოდ”„ – ფსიქოლოგიური მდგომარეობა- წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ უკანასკნელი ერთი წელი საქართველოსთვის ძალიან მძიმე იყო. მისი თქმით, საზოგადოებამ ამ ბრძოლაში ჯანმრთელობა და სიცოცხლის წლები დაკარგა, რათა უკვე გამოვლილ ჯოჯოხეთში არ დაბრუნებულიყვნენ.

დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ეს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება და 2025 წელი მშვიდობიანი იქნება. ექსპერტი საზოგადოებას მოუწოდებს, დაღლილობის მიუხედავად შემართებით მიუდგნენ არჩევნებს.

„არაა საჭირო დღევანდელ შედეგებს დაელოდო, რომ არ აღიარო და არ გესმოდეს, როგორი “ჯოჯოხეთი” გამოიარა წელს საქართველომ, მსოფლიოში მიმდინარე “არმაგედონის” ფონზე. როდესაც უკვე იწერება და ამას ღიადაც ვაცხადებთ, რომ “წინასაარჩევნო პერიოდმა ჩაიარა მშვიდ ატმოსფეროში” – ამ წინადადებაში, როგორ გინდა ჩატიო ჩვენი შერყეული ფსიქოსომატური, კარდიოლოგიური, დიაბეტური თუ “უბრალოდ” – ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

ჩვენ ამ ბრძოლაში ჯანმრთელობაც დავკარგეთ და სიცოცხლის გარკვეული წლები, რათა ერთხელ უკვე კარგად გამოცდილ ჯოჯოხეთში არ დავბრუნებულიყავით და არ შევსულიყავით ახალში და კიდევ უფრო დამანგრეველში. ჩვენი ეს ბრძოლა არ შეიძლება, რომ არ დაგვირგვინდეს გამარჯვებით, რომლის შემდეგ არა მხოლოდ სრულიად საქართველო, თითოეული ჩვენგანი მოიპოვებს დამსახურებულ “შვებულებას”.

თუკი ყველანი ვვარაუდობდით და შარშან პირდაპირ ვწერდით, რომ 2024 წელი უმძიმესი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, მოდით ისიც დავწეროთ, რომ 2025 წელი – არნახულად მშვიდი და დამაიმედებელი იქნება, რამეთუ ჩვენ ეს დავიმსახურეთ. ამ ოცნების აღსრულებას აღარაფერი უკლია – უკანასკნელი შემართება და ნუ დავიზარებთ ამას. მესმის, ყველანი დავიღალეთ – მაგრამ “დასვენების” ჟამი ჯერ არ დადგა,“- წერს დავით ქართველიშილი.

Post navigation

Previous: უნდა გამოვიდეს ქუდზე კაცი, ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, რაც ნიშნავს ყველაზე მყარი გარანტიების შექმნას ქვეყნის გრძელვადიანი, სტაბილური განვითარებისთვის
Next: როცა იყო მოწოდებები მეორე ფრონტისკენ, ეს ოპოზიციიდან არავის გაუპროტესტებია – ერთადერთი, ვინც აპროტესტებდა, იყო „ქართული ოცნება“, იმიტომ, რომ ერთადერთი, ვინც იცავდა ამ ქვეყნის მშვიდობას, იყო „ქართული ოცნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.