Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უნდა გამოვიდეს ქუდზე კაცი, ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, რაც ნიშნავს ყველაზე მყარი გარანტიების შექმნას ქვეყნის გრძელვადიანი, სტაბილური განვითარებისთვის

მარშალ პრესი 26/10/2024
irakli

სრული მობილიზაცია გვაქვს, ვმუშაობთ პარტიულად, თუმცა არის ამომრჩეველი, რომელიც შეიძლება ჯერ კიდევ ფიქრობდეს სახლში დარჩენას, ხედავს 60 %-იან რეიტინგს, მაგრამ ეს რეიტინგი არ იძლევა მოდუნების საფუძველს, უნდა გამოვიდეს ქუდზე კაცი, თითოეული ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობაა საჭირო იმისათვის, რომ მაქსიმალური გარანტიები შეიქმნას ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის.

„ჩვენ გვაქვს მაქსიმალური მობილიზაცია, საარჩევნო შტაბებს აქვთ მაქსიმალური მობილიზაცია. მათ შორის, რეგიონულ შტაბებს ჰყავთ 100 000-ზე მეტი ადამიანი თბილისიდან, ბათუმიდან, რუსთავიდან და სხვა ქალაქებიდან, სრული მობილიზაცია გვაქვს ჩვენ, ვმუშაობთ პარტიულად. არის ამომრჩეველი, რომელიც შეიძლება ჯერ კიდევ ფიქრობდეს სახლში დარჩენას, ხედავს 60 %-იან რეიტინგს, თუმცა ეს რეიტინგი არ იძლევა მოდუნების საფუძველს, უნდა გამოვიდეს ქუდზე კაცი, თითოეული ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ჩვენ ასევე გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს იმაზე უფრო ამბიციური მიზანი, ვიდრე შეიძლება იყოს მხოლოდ უმრავლესობის მოპოვება, გვინდა, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, იმისათვის რომ მაქსიმალური გარანტიები შევქმნათ ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის. სწორედ, ამისთვის არის საჭირო ქუდზე კაცი.
„ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ნიშნავს ყველაზე მყარი გარანტიების შექმნას ქვეყნის გრძელვადიანი, სტაბილური განვითარებისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ცესკო-ს საინფორმაციო ბრიფინგი
Next: ჩვენი ეს ბრძოლა არ შეიძლება, რომ არ დაგვირგვინდეს გამარჯვებით, რომლის შემდეგ არა მხოლოდ სრულიად საქართველო, თითოეული ჩვენგანი მოიპოვებს დამსახურებულ “შვებულებას”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.