Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როცა იყო მოწოდებები მეორე ფრონტისკენ, ეს ოპოზიციიდან არავის გაუპროტესტებია – ერთადერთი, ვინც აპროტესტებდა, იყო „ქართული ოცნება“, იმიტომ, რომ ერთადერთი, ვინც იცავდა ამ ქვეყნის მშვიდობას, იყო „ქართული ოცნება

მარშალ პრესი 26/10/2024
irakli kobakhidze22

 როცა იყო პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტისკენ, არავის გაუპროტესტებია ეს მოწოდებები ოპოზიციიდან. ერთადერთი, ვინც აპროტესტებდა, იყო „ქართული ოცნება“. იმიტომ, რომ ერთადერთი, ვინც იცავდა ამ ქვეყნის მშვიდობას, იყო „ქართული ოცნება“,- –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა

პრემიერის თქმით,  მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის მობილიზება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება „ქართული ოცნების“ მიერ.

„მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის მობილიზება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება „ქართული ოცნების“ მიერ. თქვენ გახსოვთ, ოთხი წელი ჩვენ რა გამოვიარეთ. ეს იყო ის, რომ ოპოზიცია ომისკენ ექაჩებოდა ამ ქვეყანას. გახსოვთ, მათი მოწოდებები სანქციებთან დაკავშირებით, უკრაინის უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით მთავრობის ოფიციალური თანხმობით ისინი პირდაპირ ცდილობდნენ ქვეყნის ომში ჩართვას. როცა იყო პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტისკენ, არავის გაუპროტესტებია ეს მოწოდებები ოპოზიციიდან. ერთადერთი, ვინც აპროტესტებდა, იყო „ქართული ოცნება“. იმიტომ, რომ ერთადერთი, ვინც იცავდა ამ ქვეყნის მშვიდობას, იყო „ქართული ოცნება“. ჩვენ გვჭირდება ქუდზე კაცი, იმისათვის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ეს ასე მოხდება“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ჩვენი ეს ბრძოლა არ შეიძლება, რომ არ დაგვირგვინდეს გამარჯვებით, რომლის შემდეგ არა მხოლოდ სრულიად საქართველო, თითოეული ჩვენგანი მოიპოვებს დამსახურებულ “შვებულებას”
Next: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას, იმ სტაბილურობას, როგორც ვითარდება ქვეყანა და მშვიდობას – ზუკა რურუა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.