Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენი მოსახლეობა დღეს შეიკრიბება, რათა მსოფლიოს კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენთვის მშვიდობა არის ნომერ პირველი პრიორიტეტი

მარშალ პრესი 23/10/2024
levan machavariani

ჩვენი მოსახლეობა დღეს შეიკრიბება, რათა მსოფლიოს კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენთვის მშვიდობა არის ნომერ პირველი პრიორიტეტი, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

„ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იაზრებს იმას, რომ ამ მშვიდობის გარანტი ჩვენს ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“. მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა და ზეწოლისა, რაც ბოლო ორ წელიწად ნახევრის განმავლობაში გავიარეთ, ჩვენი მოსახლეობა დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენ მაინც მყარად ვიდგებით ორ ფეხზე და არ დავუშვებთ ქვეყანაში ვინმემ არეულობა შემოიტანოს.

ჩვენი თანამოქალაქეები შემოგვიერთდებიან, რადგან მათ იციან იმის გარანტი, რომ ჩვენს ქვეყანაში შენარჩუნდეს ტრადიციები, კულტურა, იდენტობა, არის მხოლოდ „ქართული ოცნება“ და მას ალტერნატივა არ აქვს“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ხუთ საათში „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი შეხვედრა დაიწყება. მმართველი პარტია მხარდამჭერებს თავისუფლების მოედანზე ელოდება. ღონისძიება თავისუფლების მოედანზე 19:00 საათზე დაიწყება.

Post navigation

Previous: როდესაც „ლელოს’’ მიყოლებით ტოვებენ ჩემი კოლეგები და მეგობრები, ვერ დავრჩები ამ მევახშისა და სპეკულანტის პარტიაში – ვტოვებ ხელმძღვანელის პოსტს, ასევე გავდივარ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ აჭარის უმაღლეს საბჭოს სიიდან
Next: მიდით შაბათს და ამ არარაობის მოწოდებას მიეცით ხმა. ოღონდ თუ მაინც გადავრჩი, ჩემზე წყენას არ ვიყოთ, რამეთუ გამარჯვებას, უსისხლო და მშვიდობიანს, წყალი არ გაუვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.