Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მიდით შაბათს და ამ არარაობის მოწოდებას მიეცით ხმა. ოღონდ თუ მაინც გადავრჩი, ჩემზე წყენას არ ვიყოთ, რამეთუ გამარჯვებას, უსისხლო და მშვიდობიანს, წყალი არ გაუვა

მარშალ პრესი 23/10/2024
david kartvelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინაში მებრძოლის ქართველი მოხალისის მიერ გაჟღერებულ მუქარას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „ამ არაკაცს, უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისე, პარტია „ქართველთა ერთობის“ ლიდერ, ლადო გამსახურდიას პირადად ველოდები ჩემი სისხლის დასაღვრელად“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ უსამშობლოების მხრიდან დისტანციური მუქარები მოსალოდნელი იყო. დავით ქართველიშვილის თქმით, მშვიდობიანი გამარჯვება გარდაუვალია, ყველა სხვა ქმედება კი – დასწრებაზეა.

„ამასაც ველოდებოდი – უსამშობლო არაკაცთა დისტანციურ მუქარებს. რევოლუციით დაშინება – ჯანდაბას, მაგრამ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ჩემი თავიც ჯანდაბას, ჩემს შვილიშვილებსაც სისხლით ემუქრება. აბა დავიჯერო, მოსაკლავად გამიმეტოს და ბავშვები დამინდოს? ამ არაკაცს, უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისე, პარტია „ქართველთა ერთობის“ ლიდერ, ვინმე ლადო გამსახურდიას პირადად ველოდები ჩემი სისხლის დასაღვრელად. რამეთუ გამარჯვებას, უსისხლო და მშვიდობიანს, წყალი არ გაუვა. ოღონდ ერთი პირობით, არ “დაზადნოს” და მიპოვოს. დანარჩენი – დასწრებაზეა. ახლა კი, ვინც იგულისხმება – იციან: მიდით შაბათს და ამ არარაობის მოწოდებას მიეცით ხმა. ოღონდ თუ მაინც გადავრჩი, ჩემზე წყენას არ ვიყოთ. “კიდევ სცადეთ”„- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ჩვენი მოსახლეობა დღეს შეიკრიბება, რათა მსოფლიოს კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენთვის მშვიდობა არის ნომერ პირველი პრიორიტეტი
Next: არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილისა და რობინ დანიგანის შეხვედრა, საქართველოს სასიკეთოდ ურთიერთობების გადატვირთვისთვის გარდამტეხი ნაბიჯი იქნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.