Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როდესაც „ლელოს’’ მიყოლებით ტოვებენ ჩემი კოლეგები და მეგობრები, ვერ დავრჩები ამ მევახშისა და სპეკულანტის პარტიაში – ვტოვებ ხელმძღვანელის პოსტს, ასევე გავდივარ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ აჭარის უმაღლეს საბჭოს სიიდან

მარშალ პრესი 23/10/2024
000

„ვტოვებ „ლელოს“ პარტიის ხელმძღვანელის პოსტს, ასევე გავდივარ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სიიდან“- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი რეზო აიოზბა სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ვერ დარჩება მევახშისა და სპეკულანტის პარტიაში, რომელიც საქართველოს ყიდის ფულის და პოლიტიკური იმუნიტეტის გამო.

ასევე, რეზო აიოზბა პარტიაში დარჩენილ ყოფილ თანაგუნდელებს მიმართავს, რომ გააკეთონ სწორი არჩევანი, დროულად მოშორდნენ და არა უთხრან საქართველოს ღალატს.

„ბოლო ამბების მერე, როდესაც „ლელოს’’ მიყოლებით ტოვებენ ჩემი კოლეგები და მეგობრები, მე ვერ დავრჩები ამ მევახშისა და სპეკულანტის პარტიაში, რომელიც საქართველოს ყიდის ფულის და რაღაც პოლიტიკური იმუნიტეტის გამო, დიდი ხანი რაღაც მუდარებისა და თხოვნების გამო ვიკავებდი თავს, მაგრამ ხალხის გამკოტრებლისა და სახლების წამრთმევ კაცის გვერდით ყოფნა სირცხვილია. ყველა ჩემს მეგობარს თუ ნათესავს მინდა ვუთხრა არ შემოხაზოთ ეს გამყიდველი პარტია, ხოლო დარჩენილ ადამიანებს პარტიაში მინდა ვუთხრა გააკეთონ სწორი არჩევანი და დროულად მოშორდნენ და არა უთხრან საქართველოს ღალატს. მე ვტოვებ ლელოს პარტიის ხელმძღვანელის პოსტს ასევე გავდივარ კოალიცია ძლიერი საქართველოს აჭარის უმაღლეს საბჭოს სიიდან“- წერს რეზო აიოზბა.

Post navigation

Previous: 26 ოქტომბერს ანტიქართული რაც არის ყველაფერს ეთქმება დამაჯერებელი უარი ქართველი ხალხის მხრიდან და დღეს ამ ხალხის ხმას გაიგონებს მთლიანად საქართველო
Next: ჩვენი მოსახლეობა დღეს შეიკრიბება, რათა მსოფლიოს კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენთვის მშვიდობა არის ნომერ პირველი პრიორიტეტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.