Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

26 ოქტომბერს ანტიქართული რაც არის ყველაფერს ეთქმება დამაჯერებელი უარი ქართველი ხალხის მხრიდან და დღეს ამ ხალხის ხმას გაიგონებს მთლიანად საქართველო

მარშალ პრესი 23/10/2024
shalva papuashvili

ეს კითხვა ნიშნავს იმას,რომ ოპოზიციის შიშს დიდი თვალები აქვს. ხვდებიან და ხედავენ ამ დიდ თვალებში, თუ როგორი დამარცხება ელით 26 ოქტომბერს, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს კითხვაზე, რომლის მიხედვითაც დღეს დაგეგმილ ღონისძიებაზე მისასვლელად მოქალაქეებს ბენზინის ტალონები ურიგდებათ.

„ეს არის სინამდვილეში შიში და გაცნობიერება იმისა, რომ ოპოზიცია, ღიად გაერთიანებული ენჯეო სექტორთან და ზოგიერთ უცხოელ აქტორთან ღიად დამარცხდება 26 ოქტომბერს. ეს არია ამ შიშის თვალებიდან დანახული რეალობა, სადაც ხედავენ საკუთარ მარცხს და ცდილობენ გარკვეულ სპეკულაციებს.

26 ოქტომბერს ანტიქართული რაც არის ყველაფერს ეთქმება დამაჯერებელი უარი ქართველი ხალხის მხრიდან და დღეს ამ ხალხის ხმას გაიგონებს მთლიანად საქართველო. ეს ის ხალხია, ვინც 17 მაისს გამოვიდა ოჯახური ღირებულებების სადარაჯოზე, და ეს ხალხია ის ვინც დღეს შეიკრიბება და გასცემს მათ პასუხს ვინც აგინებს ეკლესიას, ხაზს უსვამს ჩვენს ისტორიას, ავრცელებს ბოღმას, ღვარძლს და მტრობას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Continue Reading

Previous: ჩემი თანამებრძოლი უსასტიკესად ნაწამები ჩააგდეს „აბეზიანკაში“, ერთი კვირის განმავლობაში საჭმელი და წყალი არ მიუციათ და ეკითხებოდნენ: „ჩაირთო ეკრანი?“ მეშვიდე დღეს რომ დაეწყო ჰალუცინაციები მერე მიხვდა რაზე იყო საუბარი
Next: როდესაც „ლელოს’’ მიყოლებით ტოვებენ ჩემი კოლეგები და მეგობრები, ვერ დავრჩები ამ მევახშისა და სპეკულანტის პარტიაში – ვტოვებ ხელმძღვანელის პოსტს, ასევე გავდივარ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ აჭარის უმაღლეს საბჭოს სიიდან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025