Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩემი თანამებრძოლი უსასტიკესად ნაწამები ჩააგდეს „აბეზიანკაში“, ერთი კვირის განმავლობაში საჭმელი და წყალი არ მიუციათ და ეკითხებოდნენ: „ჩაირთო ეკრანი?“ მეშვიდე დღეს რომ დაეწყო ჰალუცინაციები მერე მიხვდა რაზე იყო საუბარი

მარშალ პრესი 23/10/2024
sozar subari1

„ხალხის ძალის“ ლიდერმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ციხეებში არსებულ ვითარებაზე გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ ისაუბრა. მან გაიხსენა კონკრეტული შემთხვევა, რომელიც მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ დანაშაულების სისტემატურობის მაგალითია.

„ერთ კონკრეტულ შემთხვევას გავიხსენებ. ჩემი თანამებრძოლი მეგობარი ლევან ტერაშვილი დაიჭირეს მოგონილ საქმეზე – ე.წ. ზილების რევოლუცია. უსასტიკესად ნაწამები ადამიანი, რომელიც ვერ ინძრევა ჩააგდეს კარცერში კი არა, „აბეზიანკას“ რომ ეძახიან – 1,5 კვადრატული მეტრის ფართობზე და ერთი კვირის განმავლობაში არცერთი ლუკმა საჭმელი და არცერთი წვეთი წყალი არ მიუციათ. მესამე დღეს დაიწყეს და ყოველდღე შედიოდნენ და ეკითხებოდნენ: „ჩაირთო ეკრანი?“. ეს ვერ ხვდებოდა, რა ეკრანის ჩართვაზე იყო საუბარი. მეშვიდე დღეს რომ დაეწყო ჰალუცინაციები მერე მიხვდა. ამის შემდეგ მისცეს წყალი და დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ, შენ პირველ ადგილზე გახვედიო, შვიდი დღე არავის გაუძლია, ერთი იყო 6 დღე გაძლოო. ანუ, ამას ჰქონდა სისტემური ხასიათი ესე იგი“, – ამბობს სუბარი.

Post navigation

Previous: ახალი დაწყებულია ომი, კიევს მიმდგარია რუსეთი და პირადად მე საუბარში ასეთი რამეც მითხრეს, რომ თქვენ ნუ შიშობთ, ცხინვალიდან არტილერია თბილისს არ მისწვდებაო
Next: 26 ოქტომბერს ანტიქართული რაც არის ყველაფერს ეთქმება დამაჯერებელი უარი ქართველი ხალხის მხრიდან და დღეს ამ ხალხის ხმას გაიგონებს მთლიანად საქართველო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.