Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

მიმაჩნია, რომ დღეს საკმაოდ სტაბილური პოლიტიკური გარემო გვაქვს – პრემიერი

მარშალ პრესი 03/06/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

„რაც შეეხება პოლარიზაციას, ის ყველგანაა. საქართველოს პოლიტიკა ემოციებით არის გაჯერებული. ჩვენ ვცდილობთ დეესკალაცია მოვახდინოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ პოლარიზაცია. მიმაჩნია, რომ დღეს საკმაოდ სტაბილური პოლიტიკური გარემო, პოლიტიკური სტაბილურობა გვაქვს. ასევე გვაქვს ეკონომიკური სტაბილურობაც, კარგი და ძლიერი ეკონომიკური ზრდა – გასულ წელს 10.4 პროცენტით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი 14.4 პროცენტიანი ზრდა ვაჩვენეთ,“– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანას ბევრი ოპოზიციური პარტია ყავს და ამასთან, მედიასივრცე ძალიან დივერსიფიცირებულია.

„რა თქმა უნდა, ოპოზიცია ყველგანაა და მათი დანიშნულება მთავრობის კრიტიკაა, რაც საკმაოდ ნორმალური რამ გახლავთ. ბევრი ოპოზიციური პარტია გვყავს ქვეყანაში. მხოლოდ პარლამენტში 9 პარტიაა. ბევრი ოპოზიციური სატელევიზიო არხი მუშაობს ქვეყანაში და ზოგადად მედიასივრცე ძალიან დივერსიფიცირებულია,“- განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ამერიკა საქართველოს იმ დღიდან ეხმარება, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ – ირაკლი ღარიბაშვილი
Next: დავით ქართველიშვილი: სანაია ჟურნალისტი რომ ყოფილიყო ალბათ უნდა სცოდნოდა, რომ 2008 წელს, როდესაც ჩვენი ქალაქები იბომბებოდა, გარდა იუშენკოს თბილისში ჩამოსვლისა – უკრაინის მხრიდან არანაირი “დახმარება” არ გვახსოვს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025