Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ქართველიშვილი: სანაია ჟურნალისტი რომ ყოფილიყო ალბათ უნდა სცოდნოდა, რომ 2008 წელს, როდესაც ჩვენი ქალაქები იბომბებოდა, გარდა იუშენკოს თბილისში ჩამოსვლისა – უკრაინის მხრიდან არანაირი “დახმარება” არ გვახსოვს

მარშალ პრესი 04/06/2022
დავით ქართველიშვილი

„საქართველოს მხარდამჭერი არანაირი რეზოლუცია არ მიუღიათ რადაში, სამაგიეროდ გვახსოვს კენჭისყრაზე დაყენებებული რეზოლუციები “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ”, ასევე “საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის თაობაზე”- წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით 2008 წელს საქართველოს მხარდამჭერი არანაირი რეზოლუცია არ მიუღიათ რადაში.

“როდესაც ჟჟჟურნალისტი ხარ და კიევში აბსოლუტურად მოუმზადებელი ჩადიხარ რესპონდენტთან, მხოლოდ ერთი მიზნით: საქართველოსა და მისი ხელისუფლების შესახებ შხამით გაჟღენთილი მორიგი განცხადება ათქმევინო და ამით “ქართული ოცნების” რეიტინგს მორიგ ხუთ პროცენტს უმატებ – მადლობის მეტი რა გვეთქმმის. “შემდგომში ისინი (ქართული ოცნება) ვერ გვეტყვიან – ჩვენ მხარს გიჭერდით – არა, როგორ გვიჭერდით მხარს, როცა ჩვენი ქალაქები იბომბებოდა?! კარგ ფრაზებს ამბობდი, რომ ჩვენ კარგები ვართ? ანუ, ჩვენ საავიაციო დარტყმების ქვეშ უნდა ვუსმინოთ ბიჭებს, რომლებიც თბილისში ბორჯომს სვამენ?”- განუცხადა ზელენსკის ოფისის სპიკერმა პოდოლიაკმა ვინმე სანაიას, რომელსაც – ჟურნალისტი რომ ყოფილიყო – ალბათ უნდა სცოდნოდა, რომ: 2008 წელს, როდესაც ჩვენი ქალაქები იბომბებოდა, გარდა იუშენკოს თბილისში ჩამოსვლისა – უკრაინის მხრიდან არანაირი “დახმარება” არ გვახსოვს. საქართველოს მხარდამჭერი არანაირი რეზოლუცია არ მიუღიათ რადაში, სამაგიეროდ გვახსოვს კენჭისყრაზე დაყენებებული რეზოლუციები “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ”, ასევე “საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის თაობაზე”. გვახსოვს უკრაინის ჯარისკაცების 2009 წლის 9 მაისს მოსკოვში წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმში საზეიმო მონაწილება და არანაირი სანქციები და არანაირი ჰუმანიტარული დახმარება, როდესაც უკრაინა “სალას” მიირთმევდა – დიახ, ჩვენ არ გვახსოვს!”- წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: მიმაჩნია, რომ დღეს საკმაოდ სტაბილური პოლიტიკური გარემო გვაქვს – პრემიერი
Next: არცერთ ქვეყანაში, ვისაც ეს გზა აქვს გავლილი, ან ახლა გადის ოპოზიცია ამას არ კადრულობს, იმიტომ, რომ მათ ესმით, საერთო სახელმწიფოებრივი და ეროვნული მიზნები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.