Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამერიკა საქართველოს იმ დღიდან ეხმარება, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ – ირაკლი ღარიბაშვილი

მარშალ პრესი 03/06/2022
101

ამერიკა საქართველოს იმ დღიდან ეხმარება, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, თან მნიშვნელოვნად. 6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი აქვს გამოყოფილი ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს და აშშ-ს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ.

„შეერთებული შტატები ხელგაშლილია საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარების მიმართულებით: იარაღსაც გვაწვდის და პირადი შემადგენლობის – სამხედრო პირების, ჯარისკაცების – წვრთნებსაც ატარებს.

აშშ ჩვენ გვეხმარება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე: აძლიერებს ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ასე შემდეგ. ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს, ნამდვილად ძლიერი პარტნიორობა და მეგობრობა გვაკავშირებს, ასეც გაგრძელდება, სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან გრძელდება,“– განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

Post navigation

Previous: წარმოვიდგინოთ, რომ ევროკავშირმა არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი, ვინ იქნება ამ გადაწყვეტილებით გახარებული? მხოლოდ რუსეთი
Next: მიმაჩნია, რომ დღეს საკმაოდ სტაბილური პოლიტიკური გარემო გვაქვს – პრემიერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.