Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბრანისლავ ონდრუში: ევროპარლამენტის წევრის სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არ არსებობს არცერთი სხვა კანდიდატი სახელმწიფო, რომელიც ისე თანმიმდევრულად მოქმედებს, როგორც საქართველო თავისი გაწევრიანების წინა პროცესში

მარშალ პრესი 17/10/2024
afp-via-getty-images-2

ევროპარლამენტის წევრის სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სავარაუდოდ არ არსებობს არცერთი სხვა კანდიდატი სახელმწიფო, რომელიც ისე თანმიმდევრულად და აქტიურად მოქმედებს, როგორც საქართველო თავისი გაწევრიანების წინა პროცესში, – აცხადებს ევროპარლამენტის წევრი სლოვაკეთიდან ბრანისლავ ონდრუში.

„მართალია ევროპარლამენტს 720 წევრი ჰყავს, თუმცა მე იმ მცირე რაოდენობაში ვარ, ან შეიძლება ერთადერთიც კი ვარ, ვინც საქართველოში 10 წელია მუშაობს. მთელი ათწლეულის განმავლობაში, მე ვხელმძღვანელობდი ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფებს, რომლებიც თანამშრომლობენ ქართველ ექსპერტებთან. ჩვენი საერთო მიზანია, რომ მოვამზადოთ საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის. ჩვენ ერთად ვმუშაობთ კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ცვლილებებზე, რითაც საქართველო სისტემატურად ასრულებს ევროკავშირში გაწევრიანების პირობებს. უფრო მეტიც, რამდენადაც მე სხვა ქვეყნების გაწევრიანების წინარე პროცესებშიც ვარ ჩართული, შედარების შესაძლებლობა მაქვს. ევროპარლამენტის წევრის სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სავარაუდოდ არ არსებობს არცერთი სხვა კანდიდატი სახელმწიფო, რომელიც ისე თანმიმდევრულად და აქტიურად მოქმედებს, როგორც საქართველო თავის გაწევრიანების წინა პროცესში“, – აღნიშნულია ევროპარლამენტარის წერილში, რომელიც მან „ქრონიკას“ გაუგზავნა.

Post navigation

Previous: 10 წლის განმავლობაში არ შევხვედრივარ საქართველოში მთავრობის არცერთ წევრსა, თუ სახელმწიფო ინსტიტუტის ხელმძღვანელს, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა საქართველოს ინტერესს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი
Next: უსამართლობაა საქართველოს მთავრობის დადანაშაულება იმის გამო, რომ არ შეუერთდა ანტი-რუსულ სანქციებს, რადგან ჩვენმა ძალიან ბევრმა პარტნიორმაც და ევროკავშირის მოკავშირეებმაც კი, ზუსტად იგივე გააკეთეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.