Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

10 წლის განმავლობაში არ შევხვედრივარ საქართველოში მთავრობის არცერთ წევრსა, თუ სახელმწიფო ინსტიტუტის ხელმძღვანელს, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა საქართველოს ინტერესს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი

მარშალ პრესი 17/10/2024
branislav

როგორც პოლიტიკოსი, ვაფასებ იმ ფაქტს, რომ ამ 10 წლის განმავლობაში, არ შევხვედრივარ საქართველოში მთავრობის არცერთ წევრსა თუ სახელმწიფო ინსტიტუტის ხელმძღვანელს, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა საქართველოს ინტერესს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, – აცხადებს ევროპარლამენტის წევრი სლოვაკეთიდან ბრანისლავ ონდრუში.

„ყველგან, სახელმწიფო ადმინისტრაციის ყველა დონეზე, მთავრობის წევრებშიც, ვხვდები ხალხს, რომელიც სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს. როგორც პოლიტიკოსი, ვაფასებ იმ ფაქტს, რომ ამ 10 წლის განმავლობაში, არ შევხვედრივარ საქართველოში მთავრობის არცერთ წევრსა თუ სახელმწიფო ინსტიტუტის ხელმძღვანელს, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა საქართველოს ინტერესს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირის წევრობის სანიმუშო კანდიდატად მივიჩნევ.

როგორც ევროპარლამენტის წევრი, უარს ვაცხადებ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო საქართველოს ევროპული ორიენტაცია. უფრო მეტიც, ბრიუსელიდან საქართველოს მთავრობის კრიტიკას უსამართლოდ მივიჩნევ. მართალია, არ ვეთანხმები ყველაფერს, რასაც თქვენი მთავრობა აკეთებს, თუმცა ვაფასებ მის ღიაობას პარტნიორული დიალოგისადმი, უცხოელ პარტნიორებთან და შიდა აქტორებთან ურთიერთობაში. ჩემთვის სავსებით გასაგებია მთავრობის დაბალანსებული პოლიტიკა რუსეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან მიმართებით“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

Post navigation

Previous: ევროპარლამენტარი: ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაზე რუსეთის გავლენების შესახებ გვაფრთხილებენ, არაგამჭვირვალედ იმალებიან „სამოქალაქო საზოგადოების“ უკან, რათა გავლენა მოახდინონ საქართველოში არჩევნების შედეგებზე
Next: ბრანისლავ ონდრუში: ევროპარლამენტის წევრის სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არ არსებობს არცერთი სხვა კანდიდატი სახელმწიფო, რომელიც ისე თანმიმდევრულად მოქმედებს, როგორც საქართველო თავისი გაწევრიანების წინა პროცესში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.