Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უსამართლობაა საქართველოს მთავრობის დადანაშაულება იმის გამო, რომ არ შეუერთდა ანტი-რუსულ სანქციებს, რადგან ჩვენმა ძალიან ბევრმა პარტნიორმაც და ევროკავშირის მოკავშირეებმაც კი, ზუსტად იგივე გააკეთეს

მარშალ პრესი 17/10/2024
branislav

უსამართლობაა საქართველოს მთავრობის დადანაშაულება იმის გამო, რომ არ შეუერთდა ანტი-რუსულ სანქციებს, რადგან ჩვენმა ძალიან ბევრმა პარტნიორმაც და ევროკავშირის მოკავშირეებმაც კი, ზუსტად იგივე გააკეთეს, – აცხადებს ევროპარლამენტის წევრი სლოვაკეთიდან ბრანისლავ ონდრუში.

„უსამართლობაა საქართველოს მთავრობის დადანაშაულება იმის გამო, რომ არ შეუერთდა ანტი-რუსულ სანქციებს, რადგან ჩვენმა ძალიან ბევრმა პარტნიორმაც და ევროკავშირის მოკავშირეებმაც კი, ზუსტად იგივე გააკეთეს. რაც ყველაზე მთავარია, ევროპული ინსტიტუტებიდან წამოსული კრიტიკა არ ითვალისწინებს საქართველოში უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საბაზისო პირობებსა და საჭიროებებს. ბრიუსელში ჩემი კოლეგები თვალს ხუჭავენ იმ ფაქტზე, რომ ევროკავშირი საქართველოს არ სთავაზობს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის არანაირ გარანტიებს, რაც დააბალანსებდა რუსეთთან საქართველოს მტრული ურთიერთობის რისკებსა და უარყოფით ეფექტებს.

უფრო მეტიც, ისინი სრულად აიგნორებენ იმ ფაქტს, რომ როდესაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, ევროკავშირმა მის დასაცავად არაფერი მოიმოქმედა. ევროკავშირმა არანაირი რეალური სანქციები არ დააწესა, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობებიც კი არ გაწყვიტა, პირიქით, მან მოსკოვთან ეკონომიკური და უსაფრთხოების თანამშრომლობა განავითარა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულია. შესაბამისად, საქართველოს რუსეთთან დაახლოებაში დადანაშაულება აბსურდია!“ -აღნიშნულია ევროპარლამენტარის წერილში, რომელიც მან „ქრონიკას“ გაუგზავნა.

Post navigation

Previous: ბრანისლავ ონდრუში: ევროპარლამენტის წევრის სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არ არსებობს არცერთი სხვა კანდიდატი სახელმწიფო, რომელიც ისე თანმიმდევრულად მოქმედებს, როგორც საქართველო თავისი გაწევრიანების წინა პროცესში
Next: ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.