Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპარლამენტარი: ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაზე რუსეთის გავლენების შესახებ გვაფრთხილებენ, არაგამჭვირვალედ იმალებიან „სამოქალაქო საზოგადოების“ უკან, რათა გავლენა მოახდინონ საქართველოში არჩევნების შედეგებზე

მარშალ პრესი 17/10/2024
branislav

წარმოუდგენელია, რომ ზუსტად ის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაზე რუსეთის გავლენების შესახებ გვაფრთხილებენ, უსამართლოდ და არაგამჭვირვალედ იმალებიან „სამოქალაქო საზოგადოების“ უკან, რათა გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე, – აცხადებს ევროპარლამენტის წევრი სლოვაკეთიდან ბრანისლავ ონდრუში.

„საარჩევნო კამპანიაში უსამართლო და არაგამჭვირვალე უცხოური ჩარევა ყველაზე დიდ აბსურდად მიმაჩნია. წარმოუდგენელია, რომ ზუსტად ის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაზე რუსეთის გავლენების შესახებ გვაფრთხილებენ, უსამართლოდ და არაგამჭვირვალედ იმალებიან „სამოქალაქო საზოგადოების“ უკან, რათა გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე. ასეთი ჩარევა ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და მე პირადად მესმის მთავრობის ძალისხმევა, რომ თავის მოქალაქეებს ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს იმაზე, თუ ვინ ვის აფინანსებს და ვინ ვის ინტერესებს წარმოადგენს.

არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფალ არჩევნებში ჩარევის მიზნით ბოროტად გამოყენება ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებს. შესაბამისად, სწორია მათი გულახდილად დასახელება და ამომრჩეველთათვის გამჭვირვალედ ჩვენება“, – აღნიშნულია ევროპარლამენტარის წერილში, რომელიც მან „ქრონიკას“ გაუგზავნა.

Post navigation

Previous: როგორც ევროპარლამენტის სამართლიანი და პასუხისმგებლობიანი წევრი, გისურვებთ, რომ ამ არჩევნებმა დაადასტუროს ევროკავშირისკენ საქართველოს ამჟამინდელი წარმატებული მიმართულება. მჯერა, ეს ყველა ქართველის ინტერესშია
Next: 10 წლის განმავლობაში არ შევხვედრივარ საქართველოში მთავრობის არცერთ წევრსა, თუ სახელმწიფო ინსტიტუტის ხელმძღვანელს, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა საქართველოს ინტერესს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.