Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორც ევროპარლამენტის სამართლიანი და პასუხისმგებლობიანი წევრი, გისურვებთ, რომ ამ არჩევნებმა დაადასტუროს ევროკავშირისკენ საქართველოს ამჟამინდელი წარმატებული მიმართულება. მჯერა, ეს ყველა ქართველის ინტერესშია

მარშალ პრესი 17/10/2024
branislav ondrush

როგორც ევროპარლამენტის სამართლიანი და პასუხისმგებლობიანი წევრი, გისურვებთ, რომ ამ არჩევნებმა დაადასტუროს ევროკავშირისკენ საქართველოს ამჟამინდელი წარმატებული მიმართულება. მჯერა, რომ ეს ყველა ქართველის ინტერესშია, – აცხადებს ევროპარლამენტის წევრი სლოვაკეთიდან ბრანისლავ ონდრუში.

„არ ვიცი ვის მივცემდი ხმას, საქართველოს მოქალაქე რომ ვიყო. იმავდროულად, როგორც უცხოელი პოლიტიკოსი, არ მივცემ ჩემ თავს უფლებას, რომ რაიმე რეკომენდაცია მივცე ქართველებს. უარს ვამბობ არჩევნებში ჩარევაზე, იქნება ეს მთავრობის, თუ ოპოზიციის სასარგებლოდ. ქართველები უძველეს ერს წარმოადგენენ, გასაოცარი ისტორიით, რომელიც მოწმობს, რომ საუკუნეების განმავლობაში მათ ჰქონდათ უნარი, რომ შიდა საქმეები დამოუკიდებლად ემართათ.

საქართველო არის ერი, რომელსაც უყვარს თავისუფლება და მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ იცის როგორ იბრძოლოს თავისუფლებისთვის და როგორ დაიცვას ის. ქართველებს საკმარისი შეგნება და გამოცდილება აქვთ, რომ თავად განსაჯონ ვინ მუშაობს მათ სასარგებლოდ და ვინ წარმოადგენს უცხოურ ინტერესებს. მე, როგორც ევროპარლამენტის სამართლიანი და პასუხისმგებლობიანი წევრი, გისურვებთ, რომ ამ არჩევნებმა დაადასტუროს ევროკავშირისკენ საქართველოს ამჟამინდელი წარმატებული მიმართულება. მჯერა, რომ ეს ყველა ქართველის ინტერესშია“, – აღნიშნულია ევროპარლამენტარის წერილში, რომელიც მან „ქრონიკას“ გაუგზავნა.

Post navigation

Previous: დიდ დიღომში ახალი, მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
Next: ევროპარლამენტარი: ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაზე რუსეთის გავლენების შესახებ გვაფრთხილებენ, არაგამჭვირვალედ იმალებიან „სამოქალაქო საზოგადოების“ უკან, რათა გავლენა მოახდინონ საქართველოში არჩევნების შედეგებზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.