Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილმა რაც გამოაქვეყნა, ეს არის სტანდარტული ანკეტა, რომელიც ივსება ნებისმიერ ქვეყანაში სკოლის მოსწავლეების მიერ

მარშალ პრესი 14/10/2024
irakli kobakhidze

სალომე ზურაბიშვილმა რაც გამოაქვეყნა, ეს არის სტანდარტული ანკეტა, რომელიც ივსება ნებისმიერ ქვეყანაში, ასეთი ფორმით სკოლის მოსწავლეების მიერ. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პერსონალური მონაცემების შესახებ ორგანიზაციის „ჩემი ხმის“ და სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

პრემიერის თქმით, ეს ორგანიზაცია პირდაპირ არის დაკავშირებული კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“, შესაბამისად, მათ ასეთ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს.

„ეს ორგანიზაცია პირდაპირ არის დაკავშირებული კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“, შესაბამისად, მათ ასეთ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს. მითუმეტეს, როდესაც ისინი ყოველგვარი ფაქტების და მტკიცებულებების გარეშე საუბრობენ.

სალომე ზურაბიშვილმა რაც გამოაქვეყნა, ეს არის სტანდარტული ანკეტა, რომელიც ივსება ნებისმიერ ქვეყანაში, ასეთი ფორმით სკოლის მოსწავლეების მიერ. წარმოდგენა რომ არ გაქვს არც პერსონალურ მონაცემებზე და არც იმაზე, თუ როგორ უნდა შეივსოს მოსწავლის ანკეტა, ეს სერიოზული პრობლემაა, თუმცა კომპეტენცია ამ ხალხს არ მოეთხოვება“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ამ ტიპის განცხადებებიდან ჩანს, რომ ისინი უსამშობლო ადამიანები არიან – კახა კალაძე ნინო ლომჯარიას განცხადებაზე
Next: ეს სანქციები აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, როდესაც პოლიციის წარმომადგენლებს, 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს ასანქცირებენ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც კარგად არ არის კონკრეტულ ინსტიტუციებში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.