Skip to content
09/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს სანქციები აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, როდესაც პოლიციის წარმომადგენლებს, 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს ასანქცირებენ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც კარგად არ არის კონკრეტულ ინსტიტუციებში

მარშალ პრესი 14/10/2024
irakli kobakhidze

ყველამ ნახა, რომ ეს სანქციები არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც პოლიციის წარმომადგენლებს, 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს ასანქცირებენ, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც კარგად არ არის კონკრეტულ ინსტიტუციებში.

„დაასანქცირეს 2008 წლის ომში ნაბრძოლი 2 ადამიანი, შსს-ს პოლიციის წარმომადგენელი. ყველამ უნდა გაიხსენოს, რომ პოლიცია საქართველოში ის ინსტიტუციაა, რომელიც ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს. როდესაც პოლიციის წარმომადგენლებს, 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს ასანქცირებენ, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც კარგად არ არის კონკრეტულ ინსტიტუციებში.

კონტრპროდუქტიული რომ იყო სანქციები, ეს აქამდეც დადასტურდა პრაქტიკით. აქედან გამომდინარე არ მგონია, რომ ეს პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდეს. უსამართლო და კონტრპროდუქტიულია. მე მგონია, რომ ეს ხალხი, საბოლოო ჯამში, მაინც პრაგმატულია და ისეთ ნაბიჯებს არ გადადგამენ, რაც პრაგმატულად არ შედის მათივე ინტერესებში,“- განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: სალომე ზურაბიშვილმა რაც გამოაქვეყნა, ეს არის სტანდარტული ანკეტა, რომელიც ივსება ნებისმიერ ქვეყანაში სკოლის მოსწავლეების მიერ
Next: ჩვენი რეიტინგი არის დაახლოებით 60%, ასეთ პირობებში საუბარი ოპოზიციურ ტექნიკურ მთავრობაზე არის ფარსი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025