Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამ ტიპის განცხადებებიდან ჩანს, რომ ისინი უსამშობლო ადამიანები არიან – კახა კალაძე ნინო ლომჯარიას განცხადებაზე

მარშალ პრესი 14/10/2024
kakha kaladze

ამ ტიპის განცხადებებიდან ჩანს, რომ ისინი უსამშობლო ადამიანები არიან, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას, რომ ქართველებს საქართველო სამყაროს ცენტრი ჰგონია, რაც ასე არ არის.

მისივე განმარტებით, მსგავსი განცხადებების ავტორებს 26 ოქტომბერს მოსახლეობა შესაბამის პასუხს გასცემს.

„ამ ადამიანის სისულელეებზე კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს. უსამშობლო ადამიანები არიან. ეს ამ ტიპის განცხადებებიდანაც ჩანს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხზეც რა კომენტარიც გააკეთეს. სხვათა შორის, ეს ადამიანი, ნინო ლომჯარია იყო, რომ გამოდიოდა და ამბობდა, გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს ჩვენს ქვეყანაშიო. მათ სამშობლოს ცნების, პატრიოტიზმის, ქვეყნის სიყვარულის, წარსულის პატივისცემის მნიშვნელობა არ იციან. ყველანაირად წყალწაღებული ადამიანები,  ყველაფერზე წამსვლელები არიან.  ხალხი 26 ოქტომბერს კოლექტიურ ლომჯარიებს შესაბამის პასუხს გასცემს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: ვისურვებდი, ნინო ლომჯარია გათავისუფლდეს იმ მენტალიტეტისგან, რომელიც მას ხელს უშლის პიროვნულ განვითარებაში
Next: სალომე ზურაბიშვილმა რაც გამოაქვეყნა, ეს არის სტანდარტული ანკეტა, რომელიც ივსება ნებისმიერ ქვეყანაში სკოლის მოსწავლეების მიერ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.