Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რა თქმა უნდა, ევროკავშირის ელჩი მხარს უჭერს ირიბად ოპოზიციას – რომან გოცირიძე

მარშალ პრესი 08/10/2024
roman gotsiridze

მთელმა ევროკავშირმა განაცხადა, რომ ჩვენ გვინდა ოპოზიციის გამარჯვება, რაც გინდა უძახეთ, გინდ ჩარევა უძახეთ, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ, გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“.

როგორც მან აღნიშნა, არ არსებობს დასავლელი ლიდერი ან სახელმწიფო, რომელსაც ამ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სურს.

„ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ საქართველოს მხარემ დაარღვია ყველა შეთანხმება, მათ შორის, ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით – ეს გაგვიჩერეს. მაკრონმა თქვა, რომ ჩვენ ველოდებით არჩევნების შემდეგ ახალ ცვლილებებსო, შარლ მიშელმა იგივე თქვა, ამერიკის კონგრესში იმავეს ამბობენ. დედამიწის ზურგზე არ არსებობს დასავლელი ლიდერი ან სახელმწიფო, ორბანიც კი არაფერს ამბობს, ორბანსაც კი რცხვენია, რომ არჩევნებში უნდოდეს ქართული ოცნების გამარჯვება“, – განაცხადა გოცირიძემ.

კითხვაზე, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებები არის თუ არა ჩარევა ქართულ პოლიტიკაში, გოცირიძემ უპასუხა: „ირიბად ჩარევაა კი ბატონო, რა პრობლემაა. როდესაც ვენესუელაში არჩევნები იმართება, ამერიკას ვისი გამარჯვება უნდა?“ ხოლო წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, იმას, რომ ევროკავშირის ელჩი ირიბად მხარს უჭერს ოპოზიციას, რომან გოცირიძემ განაცხადა: „რა თქმა უნდა“.

Continue Reading

Previous: ისევ იმ ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელებაა, რასაც ამდენი ხანია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სთავაზობს ჩვენს საზოგადოებას
Next: ამის უფლებას არავის მივცემ. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან სწორად მოვიქეცი – დავით კაჭარავა მის მიმართ პროვოკაციაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025