Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ისევ იმ ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელებაა, რასაც ამდენი ხანია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სთავაზობს ჩვენს საზოგადოებას

მარშალ პრესი 08/10/2024
irakli kircxalia

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია „ნაციონალური მოძრაობის“ ნეგატიურ კამპანიაზე და მათ ბანერებზე საუბრობს, რომლის შეფასებითაც, „ეს პირდაპირ ზიზღის და ბულინგის ენაა“.

ირაკლი კირცხალია აგრეთვე სადამკვირვებლო მისიებს მოუწოდებს, თავიანთ ანგარიშებში შეიტანონ ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერებზეა.

„ზედმეტი აღქმები არ სჭირდება, ეს არის პირდაპირ ზიზღის ენა, პირდაპირი ბულინგის ენა, ისევ იმ ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელება, რასაც ამდენი ხანია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სთავაზობს ჩვენს საზოგადოებას. ახლა ეს ბანერებიც არის ამის პირდაპირი გამოხატულება. მოვუწოდებ ყველა სადამკვირვებლო მისიას, რომელიც მუშაობს და რომელიც აკვირდება წინასაარჩევნო პროცესს ჩვენს ქვეყანაში, სასწრაფოდ შეიტანონ თავიანთ ანგარიშებში ეს სიბინძურე, ეს სიძულვილის ენა, რასაც ვხედავთ მათ ბანერებზე. ვისაც ეკუთვნის, ადრესატი თვითონ მიხვდება, რომ ნუ არიან დაკავებული ორმაგი და სამმაგი სტანდარტებით, არამედ ობიექტურად განსაჯონ პოლიტიკური სიტუაცია და წინასაარჩევნო ვითარება“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Continue Reading

Previous: ეს ადამიანები აგრძელებენ ბინძურ კამპანიას, საზოგადოება ყველაფერს შეაფასებს და 26 ოქტომბერს შესაბამის პასუხს გასცემს
Next: რა თქმა უნდა, ევროკავშირის ელჩი მხარს უჭერს ირიბად ოპოზიციას – რომან გოცირიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025