Skip to content
22/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამის უფლებას არავის მივცემ. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან სწორად მოვიქეცი – დავით კაჭარავა მის მიმართ პროვოკაციაზე

მარშალ პრესი 08/10/2024
david kacharava

„არ აქვთ ადამიანებს უფლება მოვიდნენ, შეურაცხყოფა მოგაყენონ, მითუმეტეს ტელეფონით გადაგიღონ და შემდეგ მიტრიალდნენ და წავიდნენ“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით კაჭარავამ, როცა კომენტარი გააკეთა მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე.

დავით კაჭარავამ განაცხადა, რომ არავის მისცემს მის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობის უფლებას. „მაქვს ამ ადამიანზე ინფორმაცია – ერთ-ერთი რადიკალი აქტივისტია. არ აქვთ ადამიანებს უფლება მოვიდნენ, შეურაცხყოფა მოგაყენონ, მითუმეტეს ტელეფონით გადაგიღონ და შემდეგ მიტრიალდნენ და წავიდნენ.

ამის უფლებას არავის მივცემ. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან სწორად მოვიქეცი. ეს ადამიანი წიოდა, კიოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა. ის პროვოკაციის მიზნით იყო მოსული და ამის განხორციელება წინასწარ დაგეგმილი ჰქონდა. ეს აშკარა იყო და ამისთვის ალბათ რაღაც ბენეფიტები უნდა მიეღო“, – განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ დელეგატს ოპოზიციის აქტივისტი ონისე ოქრიაშვილი დღეს ჭოველიძის ქუჩაზე დაუპირისპირდა. თუმცა, ეს უკანასკნელი სოციალურ ქსელში წერდა, რომ მაშინ, როდესაც მან კაჭარავას ჰკითხა, თუ რა სიგარეტს ისურვებდა, როცა დაიჭერდნენ, დეპუტატმა ტელეფონი წაართვა.

Continue Reading

Previous: რა თქმა უნდა, ევროკავშირის ელჩი მხარს უჭერს ირიბად ოპოზიციას – რომან გოცირიძე
Next: „გორბის“ კვლევა: საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025