Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: უკრაინასთან დაკავშირებით 300-მდე რეზოლუცია და განცხადება არსებობს და საქართველო ზოგის თანაავტორია, ზოგის თანასპონსორი

მარშალ პრესი 02/06/2022
მამუკა მდინარაძე

300-მდე რეზოლუცია და განცხადებაა და რაც კი არსებობს საქართველო ზოგის თანაავტორია, ზოგის თანასპონსორი. უკრაინასთან მიმართებით გასაგებია, ევროპარლამენტის რეზოლუცია რომ იყო, ომია იმ ქვეყანაში და ჩვენი სოლიდარობა მათ კიდევ ერთხელ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, მოლდოვის მიმართ იყო მიღებული რეზოლუცია იმიტომ, რომ ამას წინ უძღოდა ანგარიშის მოსმენა მოლდოვის შესახებ.

„მოდით, მოვყვეთ რა მოხდა, რადგან თუ არ მოვყვებით, აბსოლუტურად ავცდებით რეალობას. უკრაინის მიმართ დღეში თითო რეზოლუცია გამოდის ხან ევროპარლამენტის, ხან თანამეგობრობის, ხან სხვა ქვეყნების ერთად, ცალცალკე და ა.შ. 300-მდე რეზოლუცია და განცხადებაა და რაც კი არსებობს საქართველო ზოგის თანაავტორია, ზოგის თანასპონსორია, მათ შორის ჰააგის და ა.შ. უკრაინასთან მიმართებით გასაგებია, ევროპარლამენტის რეზოლუცია რომ იყო, ომია იმ ქვეყანაში და ჩვენი სოლიდარობა მათ კიდევ ერთხელ.

მოლდოვის მიმართ იყო მიღებული რეზოლუცია იმიტომ, რომ ამას წინ უძღოდა და როგორც წესი, ეს ასე ხდება, ანგარიშის მოსმენა მოლდოვის შესახებ. წლის დასაწყისშივე უკვე დაწყებული იყო მუშაობა მოლდოვის შესახებ ანგარიშზე, ხოლო საქართველოს შესახებ ანგარიშზე არ იყო დაწყებული მუშაობა. უფრო სწორად, უფრო აქტიური ეტაპი არ იყო, რადგან ბატონი სვენ მიქსერი საქართველოში ჩამოვიდა თებერვლის დასაწყისში და ფიზიკურად შეუძლებელი იყო მოესწრო მას ანგარიშის დადება ამ პერიოდში. ამიტომ ჩვენი იგეგმება სექტემბერში. უფრო ადრე მომზადებული ანგარიშისა და დღის წესრიგის მიხედვით, რაც ევროპარლამენტში იყო წლის დასაწყისში, უფრო ადრე იყო მოლდოვის. არავის წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ შეიქმნებოდა ასეთი მოცემულობა, რომ საშუალება ექნებოდათ, ამ თემაზე ელაპარაკათ. ეს ყველაფერი ჩვენმა კოლეგებმა იციან. ძალიან დეტალურად იცნობენ ამ ინფორმაციას, რომ ეს ასეა. არის თუ არა ეს თავისი ქვეყნის წინააღმდეგ შემოგდებული ფეიკ-კამპანია იმის წინააღმდეგ, რაც მოვყევი?“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: დეკანოზი ალექსანდრე გალდავა მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოსთვის მიწის გადაცემაზე: ქართული პოლიტიკაა ასეთი, რომ ყველაფერზე უნდა ილანძღო – რახან ოპოზიციონერი ხარ ყველაფერი უნდა წაბილწო?!
Next: სტოლტენბერგი: პუტინს ნაკლები ნატო სურდა და ამიტომ უკრაინაში შეიჭრა, თუმცა ის ახლა უფრო მეტ ნატოს იღებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025